მთავარითემები „კ"კეთილი მეფეების მაგალითები

კეთილი მეფეების მაგალითები

8 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 2 მეფეთა 8:15
    მთელ ისრაელზე მეფობდა დავითი; სამართალსა და სიმართლეს აღასრულებდა მთელი თავისი ხალხისთვის.
  2. 3 მეფეთა 15:9-11
    ისრაელის მეფის, იერობყამის მეფობის მეოცე წელს გამეფდა ასა იუდაზე. ორმოცდაერთ წელს მეფობდა იგი იერუსალიმში. დედამისი იყო მაყაქა, აბესალომის ასული. სიმართლით იქცეოდა უფლის თვალში ასა, მამამისის, დავითის მსგავსად.
  3. 3 მეფეთა 22:43
    მამამისის, ასას გზით დადიოდა იოშაფატი, არ განშორებია მას და მართებულად იქცეოდა უფლის თვალში. თუმცა მაღლობები არ გაუუქმებია, და ხალხი ჯერ კიდევ მაღლობებზე სწირავდა და აკმევდა.
  4. 4 მეფეთა 15:3
    სწორად იქცეოდა უფლის თვალში, ისევე როგორც მამამისი ამაციაჰუ.
  5. 4 მეფეთა 15:34
    სწორად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც მამამისი, ყუზია იქცეოდა.
  6. 4 მეფეთა 18:1-3
    ისრაელის მეფის, ჰოშეაყ ელას ძის, გამეფების მესამე წელს გამეფდა იუდაზე ხიზკიაჰუ, ახაზის ძე. ოცდახუთი წლის იყო თავისი გამეფებისას და ოცდაცხრა წელს მეფობდა იერუსალიმში. დედამისი იყო აბი, ზაქარიას ასული. ყველაფერში სწორად იქცეოდა უფლის წინაშე, როგორც მამამისი დავითი.
  7. 4 მეფეთა 22:1-2
    რვა წლის იყო იოშია, როცა გამეფდა და ოცდათერთმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო იედიდა, ადაიას ასული, ბაცეკათიდან. სწორად იქცეოდა უფლის თვალში და დადიოდა მამამისის, დავითის გზით, არ გადაუხვევია არც მარჯვნივ, არც მარცხნივ.
  8. 2 ნეშტთა 33:12-16
    გაჭირვების დროს შეევედრა მენაშე უფალს, თავის ღმერთს და ძლიერ დაიმდაბლა თავი თავისი მამების ღმერთის წინაშე. ილოცა მის მიმართ და ღმერთმაც ისმინა მისი ვედრება და იერუსალიმში, თავის სამეფოში დააბრუნა იგი. მიხვდა მენაშე, რომ უფალია ღმერთი. ამის შემდეგ გარე კედელი შემოუშენა დავითის ქალაქს გიხონის დასავლეთით, ხევისკენ, თევზის კარიბჭის შესასვლელამდე; გარს შემოარტყა ყოფელს და ძალზე აამაღლა. ასევე მხედართმთავრები ჩააყენა იუდას ყველა გამაგრებულ ქალაქში. მოაშორა უფლის სახლიდან უცხო ღმერთები და კერპი, ასევე სამსხვერპლოები, რომლებიც მან ააშენა უფლის სახლის მთაზე და იერუსალიმში და ქალაქის გარეთ გადაყარა. აღადგინა უფლის სამსხვერპლო და შესწირა მასზე სამშვიდობო და სამადლობელი მსხვერპლები და უბრძანა იუდევლებს, ემსახურათ უფლისთვის, ისრაელის ღმერთისთვის.

← ყველა თემა „კ"-ზე

Close
Close