მთავარითემები „კ"კერპების ტარება

კერპების ტარება

6 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ესაია 45:20
    შეიკრიბეთ და მოდით, ერთად მოდექით, წარმართთაგან გადარჩენილნო! არაფერი იციან მათ, თავიანთ ხის კერპს რომ ატარებენ და ევედრებიან ღმერთს, რომელსაც არ შეუძლია მათი ხსნა.
  2. ესაია 46:7
    გაიდებენ მხარზე, ატარებენ, და მის ადგილზევე დადგამენ. დგას და არ იძვრის ადგილიდან, უყვირიან და პასუხს არ აძლევს ის მათ, ვერ იხსნის მათ გასაჭირში
  3. ესაია 46:1
    ჩაიმუხლა ბელმა, მოიხარა ნებო. მათი კერპები ცხოველებსა და საქონელს აჰკიდეს; თქვენს მიერ ნატარები ტვირთი ტვირთია დაღლილი პირუტყვისთვის.
  4. ოსია 10:6
    თავად მას კი აშურში იარებ მეფეს მიართმევენ ძღვნად; სირცხვილი აიტანს ეფრემს და ისრაელს შერცხვება თავისი განზრახვისა.
  5. იერემია 10:5
    ბაღჩაში დადგმულ საფრთხობელას გვანან ისინი და ლაპარაკი არ შეუძლიათ, დაატარებენ, რადგან თავად ვერ დადიან. ნუ შეგეშინდებათ მათი, რადგან ვერ იბოროტებენ, მაგრამ არც სიკეთის ქმნა შეუძლიათ.
  6. 1 კორინთელთა 12:2
    თქვენ უწყით, რომ როდესაც წარმართები იყავით, მიდიოდით უტყვ კერპებთან, თითქოს ვიღაც გეწეოდათ.

← ყველა თემა „კ"-ზე

Close
Close