იაკობის 4:12
ერთია რჯულმდებელი და განმკითხველი, რომელსაც ხსნაც შეუძლია და დაღუპვაც. შენ კი ვინა ხარ, მოყვასს რომ განიკითხავ?
ესაია 33:22
რადგან უფალია ჩვენი განმკითხავი და უფალია ჩვენი კანონმდებელი, უფალია ჩვენი მეფე – ის გვიხსნის ჩვენ.
ესაია 51:4
ყური მომაპყარ, ჩემო ხალხო, და ჩემო ერო, ყური დამიგდე! ვინაიდან ჩემგან გამოვა რჯული და ხალხების სინათლედ დავადგენ ჩემს სამართალს.
გამოსვლა 34:32
ამის შემდეგ მიუახლოვდა ყველა ისრაელიანი და ამცნო მათ ყველაფერი, რაც უთხრა უფალმა სინაის მთაზე.
მეორე რჯული 4:44
და ეს არის რჯული, რომელიც დაუდგინა მოსემ ისრაელის ძეებს.
მეორე რჯული 33:4
რჯული გვიბრძანა მოსემ, იაკობის კრებულის მემკვიდრეობა.
იოანეს 1:17
ვინაიდან რჯული მოსეს მეშვეობით მოგვეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მეშვეობით გამოჩნდა”.
იოანეს 7:19
რჯული ხომ მოსემ მოგცათ? თუმცა არც ერთი თქვენგანი არ ასრულებს რჯულს. რატომ მეძებთ მოსაკლავად?”
საქმეები 7:38
ეს ის არის, ვინც უდაბნოში იყო კრებულში, სინაის მთაზე მასთან მოლაპარაკე ანგელოზთან და ჩვენს მამებთან ერთად; და ვინც მიიღო ცოცხალი სიტყვები, რომ ჩვენთვის გადმოეცა;