მთავარითემები „კ"კანიბალიზმი

კანიბალიზმი

7 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მეორე რჯული 28:53
    და შეჭამ შენი მუცლის ნაყოფს, შენი ვაჟებისა და ასულების ხორცს, რომელიც მოგცა უფალმა, შენმა ღმერთმა, ალყაში და იწროებაში, რომლითაც შეგავიწროვებს შენი მტერი.
  2. ლევიანნი 26:29
    და შეჭამთ თქვენ ხორცს თქვენი ვაჟებისას, და ხორცს თქვენი ასულებისას შეჭამთ.
  3. იერემია 19:9
    და შევაჭმევ მათ თავიანთ შვილთა ხორცს და თავიანთ ასულთა ხორცს, და თითოეული თავისი მოყვასის ხორცს შეჭამს ალყაში და გაჭირვებაში, რომლებშიც მოაქცევენ მათი მტრები და მათი სულის მაძიებელნი.’
  4. 4 მეფეთა 6:24-29
    ამის შემდეგ შეკრიბა ბენ-ჰადადმა, არამის მეფემ, მთელი თავისი ლაშქარი, წამოვიდა და შემოადგა სამარიას. და დიდი შიმშილობა იყო სამარიაში. და სანამ ალყა ჰქონდა შემორტყმული, სახედრის თავი ოთხმოც ვერცხლად იყიდებოდა, ხოლო კაბის მეოთხედი მტრედის სკორე – ხუთ ვერცხლად. და გაიარა ერთხელ ისრაელის მეფემ გალავანზე და შეჰბღავლა ერთმა ქალმა: „მიშველე, მეფე-ბატონო!” და უთხრა: „თუ უფალმა ვერ გიშველა, მე როგორ გიშველო? კალოდან თუ საწნახელიდან?” უთხრა მას მეფემ: „რა მოგივიდა?” უთხრა: „ამ ქალმა მითხრა: 'მომეცი შენი შვილი, დღეს ის შევჭამოთ, ხვალ – ჩემი.' და მოვხარშეთ ჩემი შვილი და შევჭამეთ. და ვუთხარი მეორე დღეს: 'მომეცი ახლა შენი შვილი შევჭამოთ'. მან კი გადამალა თავისი შვილი.
  5. გოდება იერემიასი 2:20
    დაინახე, უფალო, და შეხედე, ვისთვის გააკეთე ასე? განა ყოფილა რომ ქალები ჭამდნენ ნაყოფს თავიანთი მუცლისას, ჩვილებს, მათ მიერ გამოზრდილთ? განა ყოფილა, რომ უფლის ტაძარში კლავდნენ მღვდელსა და წინასწარმეტყველს?
  6. ეზეკიელი 5:10
    ამიტომ მამები შეჭამენ შვილებს შენს შორის და შვილები შეჭამენ თავიანთ მამებს, და ვყოფ შენში სამართალს და გავფანტავ მთელ შენს ნატამალს ყველა ქარისაკენ.
  7. მეორე რჯული 28:55
    არ მისცემს არც ერთ მათგანს თავისი შვილების ხორცს, რომელსაც ჭამს, რადგან არ დარჩება მას არაფერი ალყასა და იწროებაში, რომლითაც შეგავიწროვებს შენი მტერი ყველა შენს კარიბჭეში.

← ყველა თემა „კ"-ზე

Close
Close