ინსტინქტი ბიბლიის მუხლები

იგავნი 1:17
ვინაიდან, ამაოებაა ფრინველის თვალწინ ბადის გაშლა;

იგავნი 6:5-8
გადაირჩინე თავი, როგორც შველმა მონადირის ხელიდან და ფრინველმა ფრინველმჭერის ხელიდან. ჭიანჭველასთან მიდი უქნარავ, მის გზებს დააკვირდი, და ჭკუა ისწავლე. არც უფროსი ჰყავს მას, არც ბატონი და არც ზედამხედველი; ზაფხულში იმარაგებს თავის საზრდოს, მკის დროს აგროვებს თავის საკვებს.

იგავნი 30:24-27
ოთხნი არიან დედამიწაზე, მცირედნი, მაგრამ ბრძენთა ბრძენნი: ჭიანჭველები ძლიერნი არ არიან, მაგრამ საზრდოს ზაფხულობით იმარაგებენ; დამანები – ძლიერი ხალხი არ არიან, მაგრამ კლდეებში იშენებენ სახლებს; კალიებს მეფე არა ჰყავთ, მაგრამ მწყობრად გამოდიან;

ესაია 1:3
ხარი ცნობს თავის მფლობელს, ვირი – თავისი პატრონის ბაგას, ისრაელი კი არ მიცნობს; ჩემს ხალხს არა აქვს გაგება.

იერემია 8:7
ყარყატმაც კი იცის ცაში თავისი დრო; გვრიტი, მერცხალი და წერო იცავენ თავიანთი მოფრენის ჟამს: ჩემმა ხალხმა კი არ იცის უფლის ნება.

იუდა 1:10
ესენი კი გმობენ იმას, რაც არ იციან, ხოლო რაც ბუნებრივად იციან, როგორც უგუნურმა პირუტყვებმა, იმით იხრწნიან თავს.

2 პეტრეს 2:9-13
ვინაიდან იცის ღმერთმა, როგორ იხსნას განსაცდელისგან ღვ­თისმოსავნი, ხოლო განკითხვის დღისთვის დასასჯელად შემოინახოს უკეთურნი; უპირატესად კი ბილწ ხორციელ გულისთქმებს აყოლილნი, უფლებათა მოძულენი, თავხედნი, ჯიუტნი, დიდებით შემოსილთა ლანძღვისას რომ არ თრთიან; მაშინ, როცა ანგელოზებიც კი – მათზე მაგარნი და ძლევამოსილნი, არ წარმოთქვამენ უფლის წინაშე, მათ საწინააღმდეგოდ საგმობ ბრალდებას. ისინი კი როგორც პირუტყვნი, ბუნებით შესაპყრობად და მოსასპობად გაჩენილნი, თავიანთ ხრწნილებაშივე ლპებიან, ვინაიდან გმობენ იმას, რაც არ გაეგებათ. და მიიღებენ უკეთურების საზღაურს, რადგან ნებივრობენ ყოველდღიურ ფუფუნებაში; მანკიერნი და ბილწნი, საკუთარ საცდურში ნადიმობენ თქვენთან ერთად.