ფსალმუნები 6:2-4
შემიწყალე, უფალო, რადგან უძლური ვარ; განმკურნე, უფალო, რადგან შეძრწუნდნენ ჩემი ძვლები. დიდად შეძრწუნდა სული ჩემი, შენ კი, უფალო, როდემდე? შემობრუნდი, უფალო, გადაარჩინე ჩემი სული და მიხსენი შენი წყალობის გამო.
ფსალმუნები 41:8
დღისით გამოგზავნის უფალი თავის წყალობას, და ღამით ვუგალობებ მას, ეს არის ჩემი ლოცვა ჩემი ცოცხალი ღმერთის მიმართ.
ესაია 49:15-16
განა დაივიწყებს ქალი თავის ძუძუმწოვარ შვილს; განა არ შეიბრალებს ძეს თავისი მუცლისას? იმათ რომც დაივიწყონ, მე არ დაგივიწყებ! აჰა, ხელის გულებზე ამოგტვიფრე, შენი ზღუდეები მუდამ ჩემს წინაშეა.
ესაია 54:10
რადგან მთები დაიძვრებიან და ბორცვები შეირყევიან, ჩემი წყალობა კი არ დაიძვრება და ჩემი მშვიდობის აღთქმა არ შეირყევა შენგან, ამბობს უფალი, შენი შემბრალე.
იერემია 31:3-4
შორიდან მეჩვენა უფალი, მითხრა: „სამუდამო სიყვარულით შეგიყვარე, ისრაელ, ამის გამო მიგიახლოვე წყალობით. კვლავ აგაშენებ და აშენდები, ქალწულო ისრაელისა; ისევ მოირთვები შენი ბობღნით და გამოხვალ მოზეიმე მოცეკვავეებში.