ეფესელთა 6:10-18
და ბოლოს, ჩემო ძმებო, გამაგრდით უფლით და მისი ძალის სიმტკიცით. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეძლოთ წინაღუდგეთ ეშმაკის მზაკვრობას. რადგან ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამ სოფლის სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ. ამიტომ ხელი მოჰკიდეთ ღვთის სრულ საჭურველს, რათა შეძლოთ წინაღდგომა ბოროტ დღეს და ყოვლის მძლევლებმა გასძლოთ. მაშ, იდექით ჭეშმარიტებით წელშემოსარტყლულნი და სიმართლის ჯავშნით შემოსილები, და ფეხშემოსილნი მზადყოფნაში მშვიდობის სახარებლად. და ყოველივე ამასთან ერთად აიღეთ რწმენის ფარი, რომლითაც შეძლებთ ბოროტის გავარვარებული ისრების ჩაქრობას. აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა. ყოველგვარი ლოცვით და ვედრებით ილოცეთ ყოველ ჟამს სულით, და მუდამ იფხიზლეთ ამაზე ყოველგვარი სიმედგრით და ლოცვით ყველა წმიდისათვის,
ებრაელთა 4:12
ინაიდან ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, და აღწევს სამშვინველისა და სულის, სახსართა და ტვინთა გაყოფის ადგილამდე, და განიკითხავს გულის აზრებსა და ყოველგვარ ზრახვებს.
ეფესელთა 6:11
შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეძლოთ წინაღუდგეთ ეშმაკის მზაკვრობას.
ეფესელთა 6:13
ამიტომ ხელი მოჰკიდეთ ღვთის სრულ საჭურველს, რათა შეძლოთ წინაღდგომა ბოროტ დღეს და ყოვლის მძლევლებმა გასძლოთ.
1 თესალონიკელთა 5:8
მაგრამ ჩვენ, რაკი დღის შვილები ვართ, ვიფხიზლოთ და შევიმოსოთ რწმენისა და სიყვარულის აბჯარი და ხსნის სასოების მუზარადი.
ესაია 59:17
და შეიმოსა სიმართლე, როგორც ჯავშანი, და ხსნის მუზარადი იყო მის თავზე. და შეიმოსა შურისგების სამოსელი ტანსაცმლად და მოისხა მოსასხამივით შურისგება.
ესაია 11:5
და იქნება სიმართლე სარტყელი მისი წელისა და ჭეშმარიტება – სარტყელი მისი თეძოებისა.