ღვთის აღთქმა აბრაამისათვის ბიბლიური ციტატები

დაბადება 12:1-3
უთხრა უფალმა აბრამს: „წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან, მამაშენის სახლიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც გაჩვენებ. დიდ ერად გაქცევ, გაკურთხებ, განვადიდებ შენს სახელს და კურთხეული იქნები. ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწყევარს; და იკურთხება შენში დედამიწის ყველა ტომი”.

დაბადება 22:17
ამიტომ გაკურთხებ შენ და გავამრავლებ შენ შთამომავლობას, როგორც ცის ვარსკვლავებს და ქვიშას ზღვის ნაპირზე. და დაიმკვიდრებს შენი შთამომავლობა თავის მტერთა კარიბჭეს.

გალატელთა 3:16
ხოლო ეს აღთქმანი აბრაჰამსა და მის თესლს ეთქვა. არ თქმულა: „შენს თესლთ” – როგორც მრავალზე ითქმის, არამედ როგორც ერთზე: „შენს თესლს”, რომელიც არის ქრისტე.

რომაელთა 4:13
ვინაიდან აბრაამს და მის თესლს არა რჯულით, არამედ რწმენის სიმართლით მიეცა აღთქმა – ყოფილიყო ქვეყნიერების მემკვიდრე.

გალატელთა 3:18
ვინაიდან, თუკი რჯულითაა მემკვიდრეობა, მაშინ აღარაა აღთქმით; აბრაამს კი აღთქმით მომადლა ღმერთმა.

ებრაელთა 6:15
და ასე სულგრძელობით დაიმკვიდრა აღთქმა.

საქმეები 26:6
და ახლა იმ აღთქმის იმედის გამო ვდგავარ სამსჯავროს წინაშე, რომელიც ღმერთმა ჩვენს მამებს მისცა,

რომაელთა 15:8
ხოლო მე ვამბობ, რომ ქრისტე, ღმერთის ჭეშმარიტებისათვის გახდა წინადაცვეთილთა მსახური, რათა დაედასტურებინა მამებისადმი აღთქმული,

საქმეები 7:5
მასში ფეხის დასადგმელი ადგილიც კი არ მისცა სამკვიდროდ, ოღონდ აღუთქვა, რომ მისცემდა სამკვიდრებლად მას და მის თესლს მის შემდეგ, თუმცა ჯერ შვილიც არ ჰყავდა.

საქმეები 7:17
ღმერთის მიერ აბრაამისთვის მიცემული აღთქმის შესრულების ჟამის მოახლოვებასთან ერთად ხალხი მატულობდა და მრავლდებოდა ეგვიპტეში,

ებრაელთა 6:17
ამიტომ, როცა ღმერთმა მოინდომა აღთქმის მემკვიდრეთათვის თავისი ნების ურყევობა ეჩვენებინა, ფიცს მიმართა,

ებრაელთა 11:9
რწმენით შეეხიზნა აღთქმულ ქვეყანას, როგორც უცხოს, და კარვებში ცხოვრობდა ისაკთან და იაკობთან – იმავე აღთქმის თანამემკვიდრეებთან ერთად;

ებრაელთა 11:17
რწმენით მიიყვანა აბრაამმა მსხვერპლად ისაკი, როცა გამოიცადა; და რაკი აღთქმა ჰქონდა, მხოლოდშობილსაც სწირავდა.

გალატელთა 4:28
და თქვენც, ძმებო, ისაკის მიხედვით აღთქმის შვილები ხართ.

რომაელთა 9:8
ესე იგი, არა ეს ხორციელი შვილები არიან ღვთის შვილები, არამედ აღთქმის შვილები ითვლებიან თესლად.

ეფესელთა 3:6
რომ წარმართებიც თანამემკვიდრეები, სხეულის ნაწილები და აღთქმის თანაზიარნი არიან ქრისტეში ხარების მეშვეობით.