ბიბლიის მუხლები თემაზე
გულმოდგინების შედეგები
8 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
იგავნი 10:4
ზარმაცი ხელი აღარიბებს, გამრჯე ხელი კი ამდიდრებს.
-
2 თესალონიკელთა 3:10
რადგან, როცა თქვენთან ვიმყოფებოდით, ამას გამცნობდით: ვისაც შრომა არ სურს, ის ნურც ჭამს,
-
იგავნი 21:5
ბეჯითის ზრახვანი მატებას იწვევს, ხოლო დაუდევრისა – კლებას.
-
3 მეფეთა 11:28
მამაცი კაცი იყო იერობყამი. და დაინახა სოლომონმა, რომ ვარგოდა საქმეში ეს ყმაწვილი და ჩააბარა მას იოსების სახლიდან გამოყვანილი ბეგრის ხალხი.
-
იგავნი 14:23
ყოველ გარჯაშია მატება, ბაგეთა ამაო სიტყვისაგან - მხოლოდ დანაკლისი.
-
1 კორინთელთა 15:58
ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმანო, იყავით მტკიცენი და შეურყეველნი, მუდამ იუხვეთ უფლის საქმეში, რადგან იცით, რომ ფუჭი არაა თქვენი შრომა უფლის წინაშე.
-
იგავნი 12:24
ბეჯითი ხელი იბატონებს, ზარმაცი კი ხარკად იქნება.
-
2 პეტრეს 1:10
ამიტომ, ძმანო, უფრო და უფრო ეცადეთ განამტკიცოთ თქვენი მოწოდება და რჩეულობა. თუ ასე მოიქცევით, არასოდეს წაიბორძიკებთ,