ფსალმუნები 48:1-3
დიდია უფალი, და დიდად საქებარი ღმერთის ქალაქში! მისი წმიდა მთა მშვენივრადაა აღმართული, სიხარულია მთელი ქვეყნიერებისა; მთა სიონისა, ჩრდილოეთ მხარეს, ქალაქია დიდი მეფისა. ღმერთი თავის სიმაგრეებში გამოგვეცხადა, ვითარცა საიმედო მცველი.
ფსალმუნები 45:4-5
არსებობს მდინარე, რომლის ნაკადებიც ახარებენ ღმერთის ქალაქს, წმიდა სადგომს უზენაესისას. ღმერთი მის შუაგულშია; ის არ შეიძვრის, განთიადზევე მოვა ღმერთი მის დასახმარებლად.
ებრაელთა 11:10
რადგან ელოდა მტკიცე საძირკვლიან ქალაქს, რომლის მშენებელი და შემოქმედი ღმერთია.
გამოცხადება 21:2
და ვიხილე წმიდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, გარდამომავალი ციდან ღმერთისგან, გამზადებული, როგორც ქმრისათვის შემკული სასძლო.
ებრაელთა 11:16
ახლა კი ისინი უკეთესს ესწრაფვიან, ანუ ზეციურს. ამიტომ ღმერთსაც არ ერცხვინება, რომ მათ ღმერთად იწოდებოდეს, რადგან მან მოუმზადა მათ ქალაქი.
ესაია 26:1
იმ დღეს იმღერებენ ამ სიმღერას იუდაში: გამაგრებული ქალაქი გვაქვს! ხსნა მოგვენიჭა ჩვენ, ის ზღუდეა ჩვენთვის და მიწაყრილი.
ებრაელთა 13:14
რადგან არა გვაქვს აქ მუდმივი ქალაქი, არამედ მომავალს ვეძებთ.