ესაია 41:10
ნუ გეშინია, რადგან მე შენთანა ვარ; ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ მე. გაგამაგრებ და შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სიმართლის მარჯვენით.
იერემია 1:8
ნუ შეგეშინდება მათი, რადგან შენთანა ვარ შენს გადასარჩენად, – ამბობს უფალი.
საქმეები 4:13
როდესაც დაინახეს პეტრესა და იოანეს ასეთი სიმტკიცე და მიხვდნენ, რომ ისინი უწიგნური და უბრალო ადამიანები არიან, გაუკვირდათ. იცოდნენ კი, რომ ისინი იესოსთან ნამყოფები იყვნენ.
საქმეები 9:26-27
იერუსალიმში მისული ცდილობდა მოწაფეებს შეერთებოდა, მაგრამ ყველას ეშინოდა მისი, არ სჯეროდათ, რომ მოწაფე იყო. მაშინ ბარნაბამ წაიყვანა იგი, მიიყვანა მოციქულებთან და მოუთხრო მათ, თუ როგორ იხილა მან გზაში უფალი, რომელიც ელაპარაკა მას და როგორ გაბედულად ლაპარაკობდა იგი დამასკოში იესოს სახელით.
საქმეები 18:9-11
უთხრა უფალმა ღამით ჩვენებაში პავლეს: „ნუ შეგეშინდება, არამედ ილაპარაკე, და ნუ დადუმდები, რადგან მე ვარ შენთან და ვერავინ შეძლებს, რომ გავნოს რაიმე, რადგან ბევრი ხალხი მყავს ამ ქალაქში.“ და დარჩა იქ ერთ წელიწადსა და ექვს თვეს და ასწავლიდა მათ შორის ღმერთის სიტყვას.
ეფესელთა 6:10-11
და ბოლოს, ჩემო ძმებო, გამაგრდით უფლით და მისი ძალის სიმტკიცით. შეიმოსეთ ღმერთის სრული საჭურველი, რათა შეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს.