ოსია 9:17
მოიშორებს მათ ჩემი ღმერთი, რადგან არ გაუგონეს მას, და წარმართთა შორის ხეტიალს მოჰყვებიან.
მეორე რჯული 4:27
და გაგფანტავთ უფალი ხალხებში, და დარჩებით მცირერიცხოვან ხალხად იმ ხალხებში, ვისთანაც მიგიყვანთ უფალი.
ეზეკიელი 16:49:50
აჰა, ეს იყო ურჯულოება სოდომისა – შენი დისა: ამპარტავნება, ღორმუცელობა და უზრუნველობა მისი და მისი ასულებისა; და ღარიბ-ღატაკის შეუწყალებლობა. და გამედიდურდნენ და სისაძაგლეებს აკეთებდნენ ჩემს თვალწინ; და მე უარვყავი ისინი, როცა ეს დავინახე.
ფსალმუნები 5:10
განსაჯე ისინი, ღმერთო, დაე დაღუპონ ისინი მათმა ზრახვებმა; მათი ცოდვების სიმრავლის გამო განიშორე ისინი, რადგან აღდგნენ შენს წინააღმდეგ.
ფსალმუნები 25:9
ნუ მოსპობ ჩემს სულს ცოდვილთა გვერდით და ჩემს სიცოცხლეს სისხლისმსმელებთან,
4 მეფეთა 17:18-23
მაშინ დიდად განურისხდა უფალი ისრაელიანთ, და თავიდან მოიშორა ისინი. მხოლოდ ერთი იუდას ტომიღა შერჩა. არც იუდა იცავდა უფლის, თავისი ღმერთის მცნებებს და ისრაელიანთა წესებს მისდევდა, როგორც ისინი იქცეოდნენ. და შეიძულა უფალმა ისრაელის მთელი მოდგმა, და მოდრიკა იგი, და მძარცველებს ჩაუგდო ხელში, ვიდრე საბოლოოდ არ მოიშორა თავიდან. და როცა მოწყდა ისრაელი დავითის სახლს და გაამეფეს იერობოყამ ნებატის ძე, მაშინ ჩამოაშორა იერობოყამმა ისრაელი უფალს და დიდად აცდუნა. და დადიოდნენ ისრაელის ძენი იერობოყამის ცოდვებში, რომლებიც მას ჰქონდა ჩადენილი, და არ განრიდებიან მათ, ვიდრე არ განირიდა უფალმა ისრაელი, როგორც ნათქვამი ჰქონდა თავის მსახურ წინასწარმეტყველთა პირით. და გადასახლებულია ისრაელი თავისი მიწიდან აშურში და დღემდეა იქ.
იოანეს 12:31
ახლაა ქვეყნიერების სამსჯავრო; ახლა განიდევნება ქვეყნიერების მთავარი გარეთ.