მეორე რჯული 11:12
მიწა, რომელზეც უფალი, შენი ღმერთი ზრუნავს; უფლის, შენი ღმერთის თვალია მასზე, წლის დასაწყისიდან – დასასრულამდე.
ფსალმუნები 67:19
კურთხეულ იყოს უფალი, რომელიც ყოველდღე ზრუნავს ჩვენზე. ღმერთი ჩვენი მხსნელი.
იერემია 26:5
თუ არ მოუსმენთ ჩემს მსახურ წინასწარმეტყველებს, რომლებსაც გამუდმებით გიგზავნიდით და გიგზავნიდით, თქვენ კი არ უსმენდით მათ,
1 კორინთელთა 1:8
ვინც ბოლომდე განგამტკიცებთ, რათა უმწიკვლონი იყოთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დღეს.
ფილიპელთა 1:6
და დარწმუნებული ვარ, რომ ის, ვინც დაიწყო თქვენში კეთილი საქმე, დაასრულებს კიდეც იესო ქრისტეს დღემდე.
იოანეს 5:17
მან კი მიუგო: „მამაჩემი აქამდე ასე აკეთებს და მეც ვაკეთებ.“
სოფონია 3:5
სამართლიანია მის წიაღში უფალი, უსამართლობას არ ჩაიდენს, დილ-დილობით გამოაქვს თავისი სამართალი სინათლეზე და არ ბრკოლდება, უსამართლომ კი არ იცის სირცხვილი.