ღმერთი გაიხსენებს ცოდვას ბიბლიის მუხლები

ოსია 7:2
არც უფიქრიათ გულში, რომ ყოველი მათი ბოროტება მახსოვს; ახლა მათივე საქმეებია მათ გარშემო, ჩემს წინაშე არიან ისინი.

იერემია 14:10
ასე ამბობს უფალი ამ ხალხზე: „რაკი ხეტიალი უყვართ, რაკი ფეხებს ვერ აკავებენ, არც უფალი მიიღებს მათ; გაიხსენებს მათ ურჯულოებას და ცოდვებს მოჰკითხავს.“

ოსია 8:13
ჩემთვის მსხვერპლის შემოსაწირად საკლავი მოყავთ და ჭამენ მას, თუმცა, არ ღებულობს მათ უფალი. ახლა გაიხსენებს მათ ურჯულოებას და მოჰკითხავს ცოდვებს; ეგვიპტეს დაუბრუნდებიან ისინი.

ოსია 9:9
ღრმად გაირყვნენ, როგორც გიბყას დღეებში, მაგრამ ის გაიხსენებს მათ ურჯულოებას და მოჰკითხავს ცოდვებს.

3 მეფეთა 17:18
უთხრა ქალმა ელიას: „რა საქმე მაქვს შენთან, ღვთისკაცო? ჩემი ცოდვების შესახსენებლად მოხვედი ჩემთან და ძეს მიკლავ?“

გამოცხადება 16:19
სამ ნაწილად დაიყო დიდი ქალაქი, ხოლო წარმართთა ქალაქები დაემხნენ და გახსენებულ იქნა დიდი ბაბილონი ღვთის წინაშე, რომ მისცემოდა მას მისი რისხვის მძვინვარების ღვინის თასი.

გამოცხადება 18:5
ვინაიდან ზეცამდე მიაღწია მისმა ცოდვებმა და გაიხსენა ღმერთმა მისი უსამართლობანი.