ცრუ მოციქულები ბიბლიის მუხლები

2 კორინთელთა 11:13
რადგან ასეთები არიან ცრუმოციქულნი, მზაკვარი მუშები, ქრისტეს მოციქულების სახეს რომ ღებულობენ.

გამოცხადება 2:2
ვიცი შენი საქმეები, შენი შრომა და მოთმინება; და ისიც, რომ არ შეგიძლია ბოროტეულთა ატანა და გამოსცადე ისინი, თავის თავზე რომ ამბობენ, მოციქულები ვართო, მაგრამ არ კი არიან, და ჰპოვე ისინი ცრუებად.

2 კორინთელთა 11:4-5
ვინაიდან სიხარულით იწყნარებთ მათ, რომლებიც მოდიან და გიქადაგებენ სხვა იესოს, რომელიც ჩვენ არ გვიქადაგია; და ღებულობთ სხვა სულს და სხვა სახარებას, რომელიც ჩვენგან არ მიგიღიათ. მაგრამ, ვფიქრობ, რომ არაფერში ჩამოვუვარდები ესოდენ მაღალ მოციქულებს.

2 კორინთელთა 12:11
უგუნური შევიქენი, რაკი ვიკვეხნი. თქვენ მაიძულეთ. თქვენ გევალებოდათ ჩემი ქება, ვინაიდან არაფრით ვარ ესოდენ მაღალ მოციქულებზე ნაკლები, თუმცა არაფერს წარმოვადგენ.

მათეს 7:15-16
უფრთხილდით ცრუ წინასწარმეტყველებს, რომლებიც ცხვრის სამოსელით მოდიან თქვენთან, შინაგანად კი მტაცებელი მგლები არიან. მათი ნაყოფით იცნობთ მათ. განა ეკლიდან კრეფენ ყურძენს ან ლეღვს ბირკავადან?