2 კორინთელთა 5:8
მხნედა ვართ და გვირჩევნია სხეულს განვშორდეთ და უფალთან დავსახლდეთ.
ფილიპელთა 1:23
შეჭირვებული ვარ ამ ორი მხრიდან: ძალზე მსურს გავიდე და ვიყო ქრისტესთან, რაკი ეს ბევრად უკეთესია,
ლუკას 16:19-31
იყო ერთი მდიდარი კაცი, ძოწეულითა და ბისონით იმოსებოდა, ყოველდღე დიდებულად ილხენდა. და იყო ერთი გლახაკიც, სახელად ლაზარე, რომელიც მის ჭიშკართან იწვა დაწყლულებული. და ენატრებოდა მდიდრის სუფრიდან გადმოყრილი ნამცეცებით გაძღომა. ძაღლები მოდიოდნენ და წყლულებს ულოკავდნენ. მოკვდა ის გლახაკი და ანგელოზებმა მიიყვანეს აბრაამის წიაღში. მდიდარიც მოკვდა და დამარხეს. და ჯოჯოხეთში, ტანჯვა-წამებაში მყოფმა, აახილა თვალები და დაინახა შორიდან აბრაამი და ლაზარეც მის წიაღში. შესძახა და თქვა: ‘მამაო აბრაამ, შემიწყალე და მომივლინე ლაზარე, რომ დაისველოს თითის წვერი წყალში და ენა გამიგრილოს, რადგან ვიტანჯები ამ ალში.’ უთხრა აბრაამმა: ‘შვილო, გაიხსენე, რომ უკვე მიიღე შენს სიცოცხლეში სიკეთენი და ლაზარემ კი – სიავენი. ახლა ის აქ ნუგეშისცემულია, შენ კი იტანჯები. ესეც რომ არ იყოს, ჩვენსა და თქვენს შორის დიდი უფსკრული ძევს, რათა გადმოსვლის მსურველები ვერც აქედან გადმოვიდნენ თქვენსკენ და ვერც თქვენგან – ჩვენსკენ.’ თქვა: ‘რაკი ასეა, გთხოვ, მამაო, გააგზავნე ეგ მამაჩემის სახლში, რადგან ხუთი ძმა მყავს და გააფრთხილოს, რომ არ მოხვდნენ ამ სატანჯველ ადგილას.’ უთხრა აბრაამმა: ‘მათ ჰყავთ მოსე და წინასწარმეტყველნი. იმათ უსმინონ.’ თქვა: ‘არა, მამაო აბრაამ, თუ ვინმე მკვდართაგანი მივა მათთან, შეიცვლიან გონებას.’ უთხრა მას: ‘თუ მოსესა და წინასწარმეტყველთ არ უსმენენ, მკვდრეთითაც რომ აღდგეს ვინმე, არ ერწმუნებიან.’“
გამოცხადება 6:9
და როცა მეხუთე ბეჭედი ახსნა, სამსხვერპლოს ქვეშ დავინახე ღმერთის სიტყვისათვის და მათთვის მიცემული მოწმობისათვის დახოცილთა სულები.