დაბადება 1:6-8
თქვა ღმერთმა: „იყოს მყარი წყალთა შორის, რათა გაყოს წყალი წყლისგან”. შექმნა ღმერთმა მყარი და გაყო მყარს ქვემო წყალი მყარს ზემო წყლისგან. და იქმნა ასე. უწოდა ღმერთმა მყარს ცა. იყო საღამო და იყო დილა – მეორე დღე.
დაბადება 1:14
თქვა ღმერთმა: „იყვნენ მნათობნი ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად და იყვნენ ისინი ნიშნებად, წელიწადის დროთა, დღეთა და წელთა აღსანიშნად.
ფსალმუნები 103:2
მოსასხამივით გმოსავს სინათლე და ცა ფარდასავით გადაჭიმე.
ფსალმუნები 18:1
ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას და მის ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო.
დანიელი 12:3
გაბრწყინდებიან გონიერნი განათებული ცის თაღივით, სიმართლისკენ მრავალთა მომაქცეველნი კი – ვარსკვლავებივით, უკუნითი უკუნისამდე.
დაბადება 1:20
თქვა ღმერთმა: „წარმოშვას წყლებმა ცოცხალი არსებანი და იფრინონ ფრინველებმა მიწის ზემოთ ცის მყარზე”. და იქმნა ასე