ბიბლიის მუხლები თემაზე
ბუნების მიმართ პასუხისმგებლობა
7 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
გამოსვლა 19:5
ამიერიდან თუ მართლაც მოუსმენთ ჩემს ხმას და დაიცავთ ჩემს აღთქმას, გამოგარჩევთ ყველა ხალხისგან ჩემს საკუთრებად, რადგან ჩემია მთელი დედამიწა.
-
ლევიანნი 25:23
მიწა სამუდამოდ არ უნდა გაიყიდოს, რადგან ჩემია მიწა; თქვენ კი ხიზნები ხართ ჩემთან.
-
1 ნეშტთა 29:14
ვინა ვარ მე ან ვინ არის ჩემი ხალხი, ამდენის შემოწირვა რომ შევძელით? მაგრამ ყოველივე ეს შენგან არის, შენი ხელით მოცემული დაგიბრუნეთ!
-
ფსალმუნები 23:1
უფლისა არის ქვეყნიერება და სავსება მისი, სამყარო და მკვიდრნი მისი.
-
ფსალმუნები 49:10
რადგან ჩემია ტყის ყველა ცხოველი, პირუტყვი ათას მთაზე.
-
ფსალმუნები 59:7
ჩემია გილყადი და ჩემია მენაშე, ეფრემი ჩაჩქანია ჩემი თავისა, იუდა - რჯულმდებელი ჩემი.
-
ფსალმუნები 88:11
შენია ცანი, დედამიწაც შენია, სამყარო და მისი სავსება შენ დააფუძნე.