ბოროტის ბაგე ბიბლიის მუხლები

იგავნი 7:21
მრავალსიტყვაობით აცდუნა, ლაქარდიანი ბაგით მონუსხა იგი.

ფსალმუნები 21:7
ყველა, ვინც მხედავს, დამცინის; მქირდავენ და თავს აქნევენ.

ფსალმუნები 11:3-4
მოსპობს უფალი პირფერ ბაგეებს, ამაყად მოლაპარაკე ენებს, რომლებიც ამბობენ – ჩვენი ენებით ვიმძლავრებთ, ბაგენი ჩვენი ჩვენთანაა, ვინ გვიბატონებს?

ესაია 59:3
რადგან სისხლში გაქვთ ხელები გასვრილი და ურჯულოებაში – თითები, თქვენი ბაგენი სიყალბეს ლაპარაკობენ და თქვენი ენა უმართლობას წარმოსთქვამს.

ფსალმუნები 139:3
გველივით მოილესეს ენები, ასპიტის შხამია მათ ბაგეებზე.

იგავნი 24:1-2
ბოროტი ადამიანების ნუ შეგშურდება და მათთან ყოფნას ნუ ისურვებ, რადგან ძალადობას განიზრახავს მათი გული და ბოროტებაზე ლაპარაკობენ მათი ბაგეები.

იგავნი 16:27
უღირსი კაცი სიავეს განიზრახავს, მწველი ცეცხლივითაა მისი სიტყვები.

იგავნი 24:28
ნუ გამოხვალ ცრუ მოწმედ შენი მოყვასის წინააღმდეგ, ნუ იცრუებ შენი ბაგეებით.