ბიბლიის მუხლები თემაზე
ბოროტის ბაგე
8 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
იგავნი 7:21
მრავალსიტყვაობით აცდუნა, ლაქარდიანი ბაგით მონუსხა იგი.
-
ფსალმუნები 21:7
ყველა, ვინც მხედავს, დამცინის; მქირდავენ და თავს აქნევენ.
-
ფსალმუნები 11:3-4
მოსპობს უფალი პირფერ ბაგეებს, ამაყად მოლაპარაკე ენებს, რომლებიც ამბობენ - ჩვენი ენებით ვიმძლავრებთ, ბაგენი ჩვენი ჩვენთანაა, ვინ გვიბატონებს?
-
ესაია 59:3
რადგან სისხლში გაქვთ ხელები გასვრილი და ურჯულოებაში - თითები, თქვენი ბაგენი სიყალბეს ლაპარაკობენ და თქვენი ენა უმართლობას წარმოსთქვამს.
-
ფსალმუნები 139:3
გველივით მოილესეს ენები, ასპიტის შხამია მათ ბაგეებზე.
-
იგავნი 24:1-2
ბოროტი ადამიანების ნუ შეგშურდება და მათთან ყოფნას ნუ ისურვებ, რადგან ძალადობას განიზრახავს მათი გული და ბოროტებაზე ლაპარაკობენ მათი ბაგეები.
-
იგავნი 16:27
უღირსი კაცი სიავეს განიზრახავს, მწველი ცეცხლივითაა მისი სიტყვები.
-
იგავნი 24:28
ნუ გამოხვალ ცრუ მოწმედ შენი მოყვასის წინააღმდეგ, ნუ იცრუებ შენი ბაგეებით.