ბატონის ვალდებულებები მსახურის მიმართ ბიბლიის მუხლები

კოლოსელთა 4:1
ბატონებო, სწორად და სამართლიანად მოეპყარით მონებს, იცოდეთ, რომ თქვენც გყავთ უფალი ზეცაში.

ეფესელთა 6:8
და თქვენც, ბატონებო, ასევე მოექეცით მათ, თავი შეიკავეთ მუქარისგან და იცოდეთ, რომ მათაც და თქვენც ბატონი გყავთ ცაში და მის წინაშე არ არსებობს პირმოთნეობა.

ლუკას 7:3
იესოს ამბავი რომ გაიგო, იუდეველთა უხუცესები გაუგზავნა და სთხოვდა, მოსულიყო და განეკურნა მისი მონა.

დაბადება 31:7-9
მამათქვენმა კი მომატყუა და ათგზის შემიცვალა გასამრჯელო, მაგრამ არ დაანება ღმერთმა, ებოროტნა ჩემთვის. და როცა იტყოდა, დაწინწკლულები იყოსო შენი გასამრჯელო, მთელი ფარა დაწინწკლულებს იგებდა. და თუ იტყოდა, ხატულები იყოსო შენი გასამრჯელო, ხატულებს იგებდა მთელი ფარა. ასე წაართვა ღმერთმა ფარები მამათქვენს და მე მომცა.

ლევიანნი 19:13
არ ავნო შენს მოყვასს და არც არაფერი წაგლიჯო, და მოჯამაგირის გასამრჯელოს დილამდე ნუ დაიტოვებ.

მეორე რჯული 24:15
იმავე დღეს მიეცი თავისი ქირა, სანამ მზე ჩავა, რადგან ღარიბია იგი და მასზეა დანდობილი; თორემ შეღაღადებს შენზე უფალს და დაგედება ცოდვა.

ლევიანნი 25:43
არ გაბატონდე მასზე ძალმომრეობით, გეშინოდეს შენი ღმერთის.

მეორე რჯული 24:14
ნუ შეავიწროებ დაქირავებულ მუშას, ღარიბსა და გლახაკს, შენი მოძმე იქნება თუ ხიზანი, რომელიც შენს ქვეყანასა და კარიბჭეშია.


მსგავსი თემები:

სამართლიანი         სამართლიანობა