ბიბლიის მუხლები თემაზე
ბარიერები
6 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
2 კორინთელთა 10:3-4
ვინაიდან, თუმცა ხორცში დავდივართ, ხორციელად არ ვიბრძვით. ვინაიდან ჩვენი საბრძოლო იარაღი ხორციელი არ არის, არამედ არის ღვთიური ძლიერება სიმაგრეთა დასანგრევად.
-
ეფესელთა 2:14
ვინაიდან ის არის ჩვენი მშვიდობა, რომელმაც ორი ერთად აქცია და დაანგრია მათ შუა მდგარი ზღუდე.
-
ესაია 59:2
რადგან თქვენმა ურჯულოებამ გაგმიჯნათ ერთმანეთისგან თქვენ და თქვენი ღმერთი, და თქვენმა ცოდვებმა დაფარეს მისი სახე თქვენგან, რომ არ ესმინა!
-
მარკოზის 16:4
გაიხედეს და დაინახეს, რომ ლოდი გადაგორებულია, ძალიან დიდი კი იყო.
-
საქმეები 13:11
აჰა, შენზეა ახლა უფლის ხელი: შენ დაბრმავდები და ერთხანს ვეღარ დაინახავ მზეს.” და მყისვე დაეცა მას ჯანღი და სიბნელე, აქეთ-იქით აწყდებოდა და ეძებდა გამძღოლს.
-
იერემია 5:22
განა ჩემი არ გეშინიათ?” – სიტყვა უფლისა, – „ჩემს წინაშე არ თრთიხართ, რომელმაც დავდე ქვიშა ზღვის საზღვრად, საუკუნო მიჯნად, რომელსაც ვერ გადალახავს; და ბობოქრობენ მისი ტალღები, მაგრამ ვერ სძლევენ, და ღრიალებენ, მაგრამ ვერ გადალახავენ მას.