მეორე რჯული 3:28
და უბრძანე იესოს, და გაამხნევე იგი და გაამაგრე, რადგან ის გაუძღვება ამ ხალხს და დაუმკვიდრებს მათ ქვეყანას, რომელსაც შენ დაინახავ.“
იობი 4:3-4
აჰა, შენ ბევრს არიგებდი ჭკუას, და დაუძლურებულ მკლავებს აღონივრებდი; შენი სიტყვა წაქცეულს ფეხზე აყენებდა და აკანკალებულ მუხლებს განამტკიცებდა.
ესაია 40:1-2
ანუგეშეთ, ანუგეშეთ ჩემი ერი! – ამბობს თქვენი ღმერთი. – გული მოუოხეთ იერუსალიმს და აუწყეთ, რომ დასრულდა მისი ტყვეობა, რომ გამოსყიდულია მისი ცოდვები, რადგან ორმაგად მიუზღო უფალმა ყველა მისი ცოდვების გამო.
ლუკას 22:32
მაგრამ მე ვილოცე შენთვის, რათა არ შემცირდეს შენი რწმენა; და როცა მოიქცევი, განამტკიცე შენი ძმები.
საქმეები 14:22
და განამტკიცებდნენ მოწაფეთა სულებს, და ამხნევებდნენ, დარჩენილიყვნენ რწმენაში, რადგან მრავალი ჭირის დათმენა გვმართებს ღმერთის სამეფოში შესასვლელადო.
საქმეები 15:32
იუდამ და სილამ, რომლებიც აგრეთვე წინასწარმეტყველნი იყვნენ, მრავალი სიტყვით ანუგეშეს ძმები და გაამხნევეს.
1 თესალონიკელთა 3:2
და გამოვგზავნეთ ტიმოთე, ჩვენი ძმა და ღმერთის მსახური ქრისტეს სახარებაში, რათა გაგვემტკიცებინეთ და გვენუგეშებინეთ თქვენს რწმენაში,
მსგავსი თემები:
აღშენების მიზანი აღშენების ხელის შემშლელი აღშენების საშუალებები მორწმუნეების აღშენება