1 თესალონიკელთა 3:1-4
ძმებო, მე ვერ გესაუბრობდით თქვენ როგორც სულიერებს, არამედ მხოლოდ როგორც ხორციელებს, როგორც ჩვილებს ქრისტეში. რძეს გასმევდით თქვენ და არა მყარ საჭმელს, რადგან მაშინ არ შეგეძლოთ მიღება და ახლაც არ შეგიძლიათ, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ხორციელნი ხართ. რადგან თუ შური და დავაა თქვენს შორის, განა ხორციელნი არა ხართ და ადამიანისებურად არ იქცევით? რადგან, როცა ერთი ამბობს: „მე პავლესი ვარ,“ მეორე კი: „მე აპოლოსისა,“ განა ხორციელნი არა ხართ?
იაკობის 4:1-6
საიდან არის ბრძოლა და შუღლი თქვენს შორის, თუ არა თქვენივე გულისთქმათაგან, რომლებიც თქვენს ასოებს შორის იბრძვიან? გსურთ და არ გაქვთ, კლავთ და გშურთ, მაგრამ ვერ იხელთებთ; მოშუღლეობთ და იბრძვით და არ გაქვთ, რადგან არ ითხოვთ. ითხოვთ და ვერ იღებთ, რადგან ბოროტად ითხოვთ, რათა თქვენი გულისთქმები დაიკმაყოფილოთ. მრუშებო, განა არ იცით, რომ ამა ქვეყნის მეგობრობა ღმერთის მტრობაა? ასეა, ვისაც ამა ქვეყნის მეგობრობა სურს, იგი ღმერთის მტერი ხდება. ნუთუ გგონიათ, რომ ამაოდ ამბობს წერილი: „შურით სწადია მას ჩვენში დავანებული სული?“ მაგრამ უფრო მეტ მადლსაც იძლევა. ამიტომ ამბობს: „ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს.“
1 ტიმოთეს 1:3-4
როდესაც მე მაკედონიაში მივდიოდი, გთხოვე, რომ დარჩენილიყავი ეფესოში და გემცნო ზოგიერთებისათვის, რომ ნუ ასწავლიან განსხვავებულს და ნუ ერთობიან ზღაპრებითა და დაუსრულებელი საგვარტომო ნუსხებით, რომლებიც დავას უფრო იწვევენ, ვიდრე ღვთიური განგების შემეცნებას რწმენით.
მსგავსი თემები:
აღშენების მაგალითები აღშენების მიზანი აღშენების საშუალებები მორწმუნეების აღშენება