მთავარითემები „რ"როგორ მოდის რწმენა

როგორ მოდის რწმენა

6 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. რომაელთა 10:17
    ამრიგად, რწმენა - მოსმენისაგან, ხოლო მოსმენა - ქრისტეს სიტყვისაგან.
  2. ებრაელთა 12:2
    და ვუმზიროთ რწმენის წინამძღოლსა და სრულმყოფელ იესოს, რომელმაც მომავალი სიხარულისათვის ჯვარი დაითმინა, უგულებელყო სირცხვილი და ღვთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა.
  3. 1 კორინთელთა 12:9
    სხვას რწმენა - იმავე სულით და ზოგს - განკურნების ნიჭები იმავე სულით;
  4. ეფესელთა 6:23
    მშვიდობა ძმებს და სიყვარული რწმენასთან ერთად, მამა ღმერთისგან და უფალ იესო ქრისტესგან.
  5. 1 ტიმოთეს 1:14
    თუმცა ჩვენი უფლის მადლმა უფრო მეტად იმრავლა რწმენითა და სიყვარულით ქრისტე იესოში.
  6. იობი 11:18
    დანდობილად იქნები, რადგან არის იმედი; უსაფრთხოდ მიმოიხედავ და მოისვენებ.

← ყველა თემა „რ"-ზე

Close
Close