იობი 21:23
ზოგი სრული კეთილდღეობის ჟამს კვდება, სრულიად მშვიდი და უზრუნველი.
საქმეები 12:23
უეცრად უფლის ანგელოზმა დასცა იგი, რადგან არ მიაგო დიდება ღმერთს, და მატლებისგან შეჭმულმა სული განუტევა.
1 მეფეთა 25:36-38
მეორე დილით, როცა ღვინო გამოუნელდა ნაბალს, ყველაფერი უამბო ცოლმა. და გული ჩაუკვდა მკერდში ნაბალს და გაქვავდა კაცი. ათიოდე დღის შემდეგ დაჰკრა უფალმა ნაბალს და მოკვდა იგი. და გაიგო დავითმა ნაბალის სიკვდილი და თქვა: „კურთხეულია უფალი, რომ უზღო ნაბალს ჩემი შეურაცხყოფისათვის, რომ აარიდა თავისი მსახური ბოროტის ქმნას; და ნაბალს მისივე ბოროტება თავზე დაატეხა უფალმა.” მაშინ შეუთვალა დავითმა აბიგაილს, რომ ცოლად თხოულობდა მას.
იობი 27:21
წარიტაცებს აღმოსავლეთის ქარი და წავა; გააქროლებს მისი ადგილიდან.
იობი 28:18
უბიწოდ მავალი კაცი გადარჩება, უკუღმართი გზებით მოარული კი უეცრად დაეცემა.
საქმეები 20:7:-12
კვირის პირველ დღეს, როცა პურის გასატეხად შევიკრიბეთ, პავლე ელაპარაკებოდა მათ და რაკი მეორე დღეს აპირებდა გამგზავრებას, შუაღამემდე გაუგრძელდა სიტყვა. ზედათვალში, სადაც შეკრებილები ვიყავით, ბევრი ლამპარი ენთო. ერთი ჭაბუკი, სახელად ევტიხი, სარკმლის რაფაზე იჯდა. პავლეს რომ სიტყვა გაუგრძელდა, ჭაბუკი ძილქუშმა მოიცვა, მძინარე მესამე სართულიდან გადავარდა და მკვდარი აიყვანეს. ჩამოვიდა პავლე, დაემხო მას, მოეხვია და თქვა: “ნუ შეშფოთდებით, რადგან მისი მშვინვა მასშივეა”. ზევით ავიდა, პური გატეხა და ჭამა, კარგა ხანს საუბრობდა, განთიადამდე, შემდეგ კი წავიდა. ყრმა კი ცოცხალი ამოიყვანეს, რამაც დიდად ანუგეშა ისინი.