იოანეს 4:38
მე თქვენ იმის მოსამკელად გგზავნით, რაზეც არ გიშრომიათ. სხვებმა იშრომეს, თქვენ კი მათ შრომაში შეხვედით“.
1 კორინთელთა 3:9
ვინაიდან ჩვენ ღმერთის თანამშრომელნი ვართ, თქვენ კი – ღმერთის ყანა და ღმერთის შენობა.
1 კორინთელთა 15:10
მაგრამ ღმერთის მადლით ვარ, რაცა ვარ; და მისი მადლი არ იყო ჩემს მიმართ ფუჭი, არამედ ყველა მათგანზე მეტი ვიშრომე; თუმცა არა მე, არამედ ღვთის მადლმა, რომელიც ჩემთანაა.
1 ტიმოთე 4:10
ვინაიდან ამიტომ ვშრომობთ და ვიღწვით, რომ ცოცხალი ღმერთის იმედი გვაქვს, რომელიც ყველა ადამიანის მხსნელია, მეტადრე კი ერთგულებისა.
1 თესალონიკელთა 1:3
განუწყვეტლივ გვახსოვს თქვენი რწმენის საქმე, სიყვარულის შრომა და თქვენი იმედიანი მოთმინება ჩვენს უფალ იესო ქრისტეში, ჩვენი ღმერთისა და მამის წინაშე.
კოლასელთა 4:12
მოკითხვას გითვლით თქვენიანი ეპაფრა, ქრისტე იესოს მონა, რომელიც მუდამ იღწვის თქვენთვის ლოცვებში, რათა მოწიფულნი და მტკიცედ დაჯერებულნი წარსდგეთ ღვთის სრულ ნებაში.
ესაია 49:4
ვუპასუხე: „არაფრისთვის ვირჯებოდი, ამაოდ და ტყუილად გამოვლიე ძალა, თუმცა უფალშია ჩემი სამართალი და საზღაური ჩემი – ჩემს ღმერთთან!“
გალატელთა 4:11
ვშიშობ, ამაოდ ხომ არ გავისარჯე თქვენ შორის!
1 თესალონიკელთა 3:5
ამიტომ მეც ვეღარ შევძელი მეტის მოთმენა და ტიმოთე გამოვგზავნე თქვენი რწმენის ამბის შესატყობად, ვაითუ გაცდუნათ მაცდურმა და ფუჭი გამოდგეს ჩვენი შრომა.
მათეს 9:37-38
მაშინ უთხრა თავის მოწაფეებს: „სამკალი ბევრია, მუშაკნი კი ცოტანი არიან.38ამიტომ ევედრეთ სამკალის უფალს, რომ წარმოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში“.