ფსალმუნები 33:7
დაიბანაკებს ანგელოზი უფლისა მის მოშიშთა ირგვლივ და გადაარჩნს მათ.
ფსალმუნები 90:1
უზენაესის საფარქვეშ დამკვიდრებული ყოვლისშემძლის ჩრდილქვეშ ისვენებს.
ფსალმუნები 22:4
შავეთის ველზეც რომ ვიარო, ბოროტებისა არ მეშინია, რადგან შენა ხარ ჩემთან; მანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი.
ფსალმუნები 31:7
შენ ხარ ჩემი მფარველი, გაჭირვებისაგან მიცავ, ხსნის სიხარული შემომარტყი გარს.
ფსალმუნები 90:11
რამეთუ თავის ანგელოზებს უბრძანა, დაგიცვან ყველა შენს გზაზე.
ფსალმუნები 33:17-19
მოუხმობენ და ისმენს უფალი, და იხსნის ყველა გასაჭირისაგან. ახლოა უფალი გულმოდრეკილებთან, და სულით მორჩილებს იხსნის. მრავალი სიავე ხვდება მართალს; და ყველაფრისაგან იხსნის უფალი.
ფსალმუნები 120:7-8
უფალი დაგიცავს ყოველგვარი ბოროტისაგან, დაიცავს შენს სულს; უფალი დაიცავს შენს წასვლას და მოსვლას ამიერიდან და უკუნისამდე.