რთული ამოცანები ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 18:18
გამოიფიტებით შენც და ეს ხალხიც, რომელიც შენთან არის, რადგან მძიმეა შენთვის ეს საქმე, მარტო ვერ შეძლებ ამის კეთებას.

გამოსვლა 18:26
და განსჯიდნენ ისინი ხალხს ყოველთვის: ძნელი საქმე მოსესთან მიჰქონდათ, ყოველ წვრილმან საქმეს კი თვითონ წყვეტდნენ.

მეორე რჯული 1:17
მიკერძოებული ნუ იქნები სამართალში: ერთნაირად მოუსმინე მცირეს და დიდს; ნუ შეშინდებით კაცის წინაშე, რადგან ღვთისაა მართლმსაჯულება; საქმე, რომელიც გემძიმებათ, მომახსენეთ და მე მოვისმენ.

მეოთხე მეფეთა 2:10
უთხრა ელიამ: „ძნელ საქმეს ითხოვ, მაგრამ თუ დამინახავ ატაცებულს, აგისრულდება; თუ ვერ დამინახავ, არ აგისრულდება”.

დანიელი 2:11
რთულია საქმე, მეფე რომ ითხოვს; არავინ არის, ვინც შეძლებდა მის შესრულებას მეფის წინაშე, გარდა ღმერთებისა, რომელთა სამკვიდრებელიც ხორციელთა შორის არ არის”.

დანიელი 5:12
რადგან დანიელში, რომელსაც მეფე ბელტეშაცარს ეძახდა, საკვირველი სული აღმოჩნდა, ასევე ცოდნა და გონიერება, სიზმრის ახსნის, იგავთა განმარტებისა და კვანძების გახსნის უნარი. ახლა დაუძახეთ დანიელს და ის განგვიცხადებს მნიშვნელობას”.

დანიელი 10:1
სპარსეთის მეფის, კიროსის მეფობის მესამე წელს სიტყვა გამოეცხადა დანიელს, ბელტეშაცარად წოდებულს; ჭეშმარიტი იყო ეს სიტყვა და დიდ ომს შეეხებოდა; ჩაწვდა იგი ამ სიტყვას და მიხვდა ამ ჩვენებას.

ზაქარია 8:6
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: თუ ეს მეტისმეტად რთულია იმ დღეებში დარჩენილი ხალხის თვალში, განა ჩემს თვალშიც რთულია? – ამბობს ცაბაოთ უფალი.

საქმეები 14:18 
ამ სიტყვებით ძლივს შეაკავეს ხალხი, რომ მსხვერპლი არ შეეწირათ მათთვის.

2 კორინთელთა 12:10
ამიტომ ვხარობ უძლურებაში, შეურაცხყოფაში, გაჭირვებაში, დევნასა და შევიწროებაში ქრისტეს გულისთვის; ვინაიდან როცა უძლური ვარ, მაშინ ვარ ძლიერი!

ებრაელთა 5:11
ბევრი გვაქვს სალაპარაკო ამის შესახებ, მაგრამ ძნელია განმარტება, რადგან ყურმძიმენი გახდით.

დაბადება 35:16
გაემგზავრნენ ისინი ბეთელიდან. ცოტა მანძილი კიდევ იყო ეფრათამდე რახელმა რომ იმშობიარა. და გაუძნელდა მას მშობიარობა.

გამოსვლა 14:25 დააძრო უფალმა ბორბლები მათ ეტლებს და გაუძნელა სვლა. თქვეს ეგვიპტელებმა: „გავიქცეთ ისრაელიანთაგან, რადგან მათ გამო ებრძვის უფალი ეგვიპტელებს”.

გამოსვლა 18:8
უამბო მოსემ თავის სიმამრს ყველაფერი, რა უყო უფალმა ფარაონსა და ეგვიპტელებს ისრაელის გამო, ყველა გასაჭირი, რაც გზაში შეხვდათ და თუ როგორ მფარველობდა მათ უფალი.

რიცხვნი 20:14
და გააგზავნა მოსემ მოციქულები კადეშიდან ედომის მეფესთან ამ სიტყვებით: „ასე ამბობს შენი ძმა, ისრაელი: შენ იცი ყოველი სიძნელე, რომელიც თავს გადაგვხდა.

საქმეები 27:7
მრავალი დღე ნელა მივცურავდით და როგორც იქნა გავუსწორდით კნიდონს; ჩვენთვის არახელსაყრელი ქარის გამო წინ ვეღარ წავიწიეთ და სალმონის მხრიდან, კრეტასთან მივცურეთ.

2 ტიმოთეს 3:1
ეს კი იცოდე, რომ უკანასკნელ დღეებში დადგება საზარელი ჟამი,

იგავები 15:19
ზარმაცის გზა ეკლიანი ღობესავითაა, წრფელთა გზა კი მოსწორებულია.

გოდება 3:5
შემომადგა და შემომარტყა სიმწარე და შეჭირვება.