მთელი ქმნილების განადგურება – ბიბლიური ციტატები

დაბადება 6:7
და თქვა უფალმა: „მიწის პირისაგან აღვგვი ადამიანს, რომელიც შევქმენი. ადამიანთან ერთად – პირუტყვს, ქვეწარმავალს და ცის ფრინველთ, რადგან ვნანობ, რომ შევქმენი ისინი.“

დაბადება 6:13
და უთხრა ღმერთმა ნოეს: „მოაწია ყოველი ხორციელის აღსასრულმა ჩემს წინაშე, რადგან აღივსო მიწა მათი უსამართლობით; და მე მოვსპობ მათ და მათთან ერთად მთელს დედამიწას.

დაბადება 6:17
და მე მოვავლენ წარღვნას მიწაზე, ცისქვეშეთიდან ყოველი ხორციელის მოსასპობად, რომელშიც სიცოცხლის სულია; ყოველი მიწიერი უნდა განადგურდეს.

ეზეკიელი 14:13
ადამის ძევ! თუ ქვეყანა შესცოდავს ჩემს წინაშე და ღალატით განმიდგება, მე ხელს მოვუღერებ მას და შევუმუსრავ პურის ბეღლებს, და მოვუვლენ მას შიმშილს და მოვკვეთ მისგან კაცსა და პირუტყვს;

ეზეკიელი 14:17-21
ან თუ მახვილს მოვუვლენდი იმ ქვეყანას და ვიტყვი: მახვილმა დაიაროს ამ ქვეყანაში და მოკვეთოს მისგან კაცი და პირუტყვი, ის სამი კაციც, ცოცხალი ვარ მე! – ამბობს უფალი ღმერთი, – ვერ გადაარჩენდა ძეთა და ასულთ, მხოლოდ ისინი გადარჩებოდნენ. ან თუ შავ ჭირს მოვუვლენდი იმ ქვეყანას და დავანთხევდი მასზე ჩემს რისხვას სისხლისღვრით კაცისა და პირუტყვის ამოსაწყვეტად. ნოე, დანიელი და იობიც რომ ყოფილიყვნენ იქ, ცოცხალი ვარ მე, – ამბობს უფალი ღმერთი, – ვერც ძეს და ვერც ასულს ვერ გადაარჩენენ. ისინი თავიანთი სიმართლით გადაარჩენენ მხოლოდ თავიანთ სულებს. რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: ჩემი ოთხი მძიმე სასჯელიც რომ მოვუვლინო: მახვილი, შიმშილი, მძვინვარე მხეცი და შავი ჭირი იერუსალიმს კაცისა და პირუტყვის აღმოსაკვეთად,

სოფონია 1:2
ყველაფერს ავხვეტავ მიწის პირიდან, – ამბობს უფალი.

გამოცხადება 8:9
და ამოწყდა ზღვაში სულდგმულთა მესამედი და ხომალდების მესამედი დაიღუპა.

Close
Close