მშვილდოსნები ბიბლიის მუხლები

1 ნეშტთა 5:18
რეუბენის ძეებში, გადის ძეებში და მენაშეს ნახევარ ტომში იყვნენ გულადი ვაჟკაცები, რომელნიც ფარსა და მახვილს ატარებდნენ, მშვილდოსნობდნენ და ბრძოლაში იყვნენ ნაწრთობნი. მათგან რიცხვით ორმოცდაოთხი ათას შვიდასსამოცი გამოდიოდა საომრად.

1 ნეშტთა 8:40
ულამის ძენი მაგარი ვაჟკაცები იყვნენ, მშვილდოსნები და ასორმოცდაათი შვილისა და შვილიშვილის პატრონები. ყველა ესენი ბენიამინის ძეთაგან იყვნენ.

1 ნეშტთა 12:1-2
აჰა ისინი, ციკლაგში რომ მივიდნენ დავითთან, როცა იგი ჯერ კიდევ საულ კიშის ძეს ემალებოდა. ისინი ომში შემწე მოყმეთა შორის იყვნენ. მშვილდისრით შეიარაღებულნი, მარჯვენა-მარცხენით ქვისა და მშვილდისრის მსროლელნი, საულის ძმათაგანნი, ბენიამინიდან.

2 ნეშტთა 14:8
ასას ჯარი ჰყავდა: სამასი ათასი ფარითა და შუბით შეიარაღებული კაცი იუდადან და ორას ოთხმოცი ათასი ფარით შეიარაღებული და მშვილდოსანი კაცი ბენიამინიდან. ყველანი მაგარი ვაჟკაცები იყვნენ.

2 ნეშტთა 26:14
და დაუმზადა ყუზიაჰუმ მთელ ლაშქარს ფარები, შუბები, მუზარადები, ჯაჭვის პერანგები, მშვილდები და შურდულის ქვები.

1 მეფეთა 31:1-3
და გაუმართეს ბრძოლა ფილისტიმელებმა ისრაელს და გაექცნენ ისრაელის ძენი ფილისტიმელებს, და გილბოაყის მთაზე ეცემოდნენ დახოცილნი. და მიეწვივნენ ფილისტიმელები საულს და მის ვაჟებს და დახოცეს ფილისტიმელებმა იონათანი, აბინადაბი და მალქიშუაყი – საულის შვილები. და მრისხანე გახდა ბრძოლა საულთან. ნიშანში ამოიღეს იგი მშვილდოსნებმა, და იგი მძიმედ დაიჭრა.

4 მეფეთა 19:32
ამიტომაც ამბობს უფალი აშურის მეფეზე: ვერ შევა ამ ქალაქში, ისარს ვერ შეისვრის, ვერ მიეჭრება ფარმომარჯვებული და მიწაყრილს წინ ვერ აღუმართავს.

ესაია 13:17-18
აი, მე აღვძრავ მათზე მიდიელთ, რომელნიც ვერცხლს არ აფასებენ და ოქრო არ სურთ. და მათი მშვილდები ყმაწვილთ გააპობენ, და მუცლის ნაყოფს არ შეიბრალებენ. ბავშვებს არ დაზოგავს მათი თვალი.

იერემია 51:11
გალესეთ ისრები, შეავსეთ კაპარჭები! გამოაღვიძა უფალმა მიდიელ მეფეთა სული, რადგან ბაბილონის განადგურება განიზრახა, რადგან უფლის შურისგებაა ეს, შურისგება მისი ტაძრის გამო.

ესაია 66:19
და მე მივცემ მათ ნიშანს და გავგზავნი მათგან გადარჩენილებს ხალხებთან თარშიშში, ფულში და ლუდში, მშვილდის დამჭიმველთ – თუბალში და იაბანში, შორეულ ნაპირებზე, სადაც არ სმენიათ ჩემი და არ უნახავთ ჩემი დიდება. და აუწყებენ ჩემს დიდებას ხალხებში.

იერემია 4:29
მხედართა და მშვილდოსანთა ხმაზე გარბის მთელი ქალაქი, შევიდნენ უღრანებში და ავიდნენ კლდეებზე, მთელი ქალაქი მიტოვებულია და კაციშვილი არ ცხოვრობს მასში.”