ესაია 45:7
მე ვსახავ სინათლეს და ვქმნი ბნელს, ვიქმ მშვიდობას და ვქმნი უბედურებას, მე ვარ უფალი, რომელიც იქმს ყოველივე ამას.
1 კორინთელთა 14:33
ვინაიდან ღმერთი უწესრიგობის ღმერთი კი არ არის, არამედ მშვიდობის, როგორც წმიდანთა ყველა ეკლესიაში.
ფილიპელთა 1:2
მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფლის იესო ქრისტესგან.
1 თესალონიკელთა 1:1
პავლე, სილოვანე და ტიმოთე თესალონიკელთა ეკლესიას მამა ღმერთსა და უფალ იესო ქრისტეში: მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესგან.
რომაელთა 15:33
მშვიდობის ღმერთი იყოს ყველა თქვენგანთან. ამინ!
2 კორინთელთა 13:11
და ბოლოს, ძმებო, იხარეთ და სრულყოფას მისდიეთ, ინუგეშეთ და იყავით ერთსულოვანნი, იცხოვრეთ მშვიდობაში; და სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთი იქნება თქვენთან.
ფილიპელთა 4:6-7
არაფერზე იდარდოთ, არამედ ყოველგვარ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს, და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიცავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში.
ეფესელთა 2:14
ვინაიდან ის არის ჩვენი მშვიდობა, რომელმაც ორი ერთად აქცია და დაანგრია მათ შუა აღმართული ზღუდე.