მათეს 10:21-22
ძმა ძმას გადასცემს სასიკვდილოდ და მამა – შვილს; შვილები მშობლების წინააღმდეგ აღდგებიან და დახოცავენ მათ. ყველასგან მოძულებულნი იქნებით ჩემი სახელის გამო; ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება.
ებრაელთა 13:3
გახსოვდეთ პატიმრები, თითქოს თქვენც მათთან ერთად ხართ შებორკილნი; და ტანჯულნი, თითქოს მათ სხეულში იმყოფებით.
მათეს 10:28
ნუ გეშინიათ მათი, ვინც სხეულს კლავს, სულის მოკვლა კი არ შეუძლია. უფრო მეტად იმის გეშინოდეთ, ვისაც სულის დაღუპვაც შეუძლია და სხეულისაც გეენაში.
მათეს 16:24-25
მაშინ უთხრა თავის მოწაფეებს იესომ: „ვისაც უნდა, რომ გამომყვეს, უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე. რადგან ვისაც თავისი სულის გადარჩენა სურს, დაღუპავს მას; ხოლო ვინც ჩემი გულისთვის დაიღუპავს სულს, იგი მოიპოვებს მას.
საქმეები 21:13
მაგრამ პავლემ გვითხრა: „რას სჩადით, ტირით და გულს მიტეხთ? მე არა თუ შესაკვრელად, იერუსალიმში სასიკვდილოდაც კი მზად ვარ უფალ იესოს სახელისთვის”.