მთავარი › თემები „მ" › მკვდარი ზღვა

მკვდარი ზღვა

6 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მეორე რჯული 3:17
    ასევე მათ მივეცი ყარაბა და იორდანე საზღვრად, ქინერეთიდან ყარაბას ზღვამდე – მარილოვან ზღვამდე, ფისგას ფერდობებამდე, აღმოსავლეთით.
  2. რიცხვნი 34:12
    და დაეშვება საზღვარი იორდანესაკენ და იქნება მისი ბოლო მარილოვან ზღვასთან. ეს იქნება თქვენი ქვეყანა მისი საზღვრებით ყოველი მხრიდან.
  3. იესო ნავეს ძე 3:16
    ზემოდან მომდინარე წყლები შეჩერდა და კედლად აღიმართა – კარგა შორს, ადამთან, რომელიც ცართანის გვერდით მდებარეობს. და მარილოვანი ზღვისკენ მიმდინარე წყლები სრულიად ჩაიწრიტა, და ხალხმა იერიხოს პირდაპირ გადაიარა.
  4. იოველი 2:20
    ამ ჩრდილოელ მტერსაც მოგაშორებთ და შევყრი ურწყავ და უკაცრიელ ქვეყანაში, მის წინა ურდოებს – აღმოსავლეთის ზღვაში, უკანა ურდოებს – დასავლეთის ზღვაში, და აუვა მას სუნი და ამყრალდება, რადგან მრავალი ბოროტება აქვს ჩადენილი.
  5. ზაქარია 14:8
    იმ დღეს იქნება, რომ იდინებს იერუსალიმიდან სიცოცხლის წყალი, ერთი ნახევარი აღმოსავლეთის ზღვისკენ წავა, მეორე ნახევარი – დასავლეთის ზღვისკენ; ზამთარ-ზაფხულ ასე იქნება.
  6. ეზეკიელი 47:8
    და მითხრა მან: ეს წყალი მიედინება დედამიწის აღმოსავლეთის მხარეს, გადაივლის ტრამალს და ჩაედინება ზღვაში, რომლის წყალსაც გააჯანსაღებს.

დაბადების 14:3
ყველა ესენი შეიკრიბნენ სიდიმის ველზე, სადაც ახლა მარილოვანი ზღვაა.

← ყველა თემა „მ"-ზე

Close
Close