მირონცხება ბიბლიური ციტატები

1 მეფეთა 16:13
აიღო სამუელმა რქა ზეთით და მისი ძმების თანდასწრებით სცხო მას; და დაივანა უფლის სულმა დავითზე იმ დღიდან მოყოლებული. ადგა სამუელი და რამათს წავიდა.

გამოსვლა 40:15
სცხე მათ, როგორც მათ მამას სცხე, რათა მღვდლობა გამიწიონ და იყოს მათი ცხებულება საუკუნო მღვდლობისთვის თაობიდან თაობამდე!”

ლევიანნი 8:12
თავზე დაასხა აჰარონს საცხებელი ზეთი და სცხო მას განსაწმედად.

1 მეფეთა 10:1
აიღო სამუელმა ზეთის ჭურჭელი, თავზე დაასხა საულს, აკოცა და უთხრა: “აჰა, თავისი სამკვიდროს მთავრად გცხო უფალმა.

3 მეფეთა 1:39
აიღო ცადოკ მღვდელმა კარვიდან ზეთის რქა და სცხო სოლომონს. ჩაჰბერა საყვირს და დაიძახა მთელმა ხალხმა: „იცოცხლოს მეფე სოლომონმა!”