მჭედლები – ბიბლიური ციტატები

1 მეფეთა 13:19
მჭედელი არ მოიძებნა მთელს ისრაელში, რადგან ფილისტიმელებს ეშინოდათ, რომ ებრაელებს მახვილი ან შუბი არ ეკეთებინათ.

4 მეფეთა 24:14
და აჰყარა მთელი იერუსალიმი, ყველა დიდებული, ყველა მამაცი მებრძოლი, – ათი ათასი კაცი იყო აყრილი, – ყველა ხურო და მჭედელი, არავინ დარჩენილა, მდაბიორთა გარდა.

ესაია 44:12
მჭედელი ცულს აკეთებს და ნახშირზე მუშაობს, და ჩაქუჩით გამოსახავს და ამუშავებს მას თავისი მკლავის ძალით; შია კიდეც და არც ძალა აქვს, წყალს არა სვამს და იღლება.

ესაია 54:16
მე გავაჩინე მჭედელი, რომელიც უბერავს ცეცხლში ნახშირს და გამოჰყავს იარაღი თავისი საქმისათვის; მე გავაჩინე დამანგრეველი დასაღუპავად.

იერემია 24:1
მას შემდეგ, რაც ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ გამოდევნა იექონია, იეჰოიაკიმის ძე, იუდას მეფე და იუდას მთავარნი, ხურონი და მჭედელნი იერუსალიმიდან და ბაბილონში მოიყვანა, უფალმა მიჩვენა: აჰა, ორი კალათა ლეღვებისა დგას უფლის ტაძრის წინ.

იერემია 29:2
(ეს იყო მას შემდეგ, რაც იერუსალიმიდან გავიდნენ მეფე იექონია და დედამისი – დედოფალი, და იუდასა და იერუსალიმის საჭურისნი და მთავარნი, ხურონი და მჭედელნი.),

1 მეფეთა 13:19-21
მჭედელი არ მოიძებნა მთელს ისრაელში, რადგან ფილისტიმელებს ეშინოდათ, რომ ებრაელებს მახვილი ან შუბი არ ეკეთებინათ. ჩადიოდა მთელი ისრაელი ფილისტიმელებთან სახნისების, თოხების, ცულებისა და ნამგლების მოსაპირავად, როცა დაუბლაგვდებოდა პირი სახნისებს, თოხებს, ფიწლებს, ცულებს ან თუ საგმირები იყო გასამართავი.

ზაქარია 1:20
და დამანახვა უფალმა ოთხი მჭედელი.

დაბადება 4:22
და ცილამ, აგრეთვე, უშვა თუბალ-კაენი, მჭედელი სპილენძისა და რკინის ყოველგვარი საჭურვლისა. თუბალ-კაენის დას ერქვა ნაყამა.

ესაია 41:7
და ხურო ოქრომჭედელს განამტკიცებს, ჩაქუჩით გამომჭედი – გრდემლზე მცემელს. ამბობს ნარჩილზე: „კარგია!” და ამაგრებს კერპს ლურსმნებით, რომ არ დაიშალოს.