23 ძენო სიონისა, იხარეთ და იმხიარულეთ თქვენი უფალი ღმერთის გამო, რადგან მოგცემთ ჟუჟუნა წვიმას, და ძველებურად გამოგიგზავნით ადრეულსა და გვიანა წვიმებს. 24 და გაივსება ბეღლები ხორბლით, გალიცლიცდება კოდები ღვინითა და ზეთით. 25 და აგინაზღაურებთ მე იმ წლებს, რომლებიც მოჭამეს კალიამ, კუტკალიამ, ბოცომკალმა და მუხლუხომ – ჩემმა დიდმა ლაშქარმა, რომელიც მოგისიეთ. 26 ჭამეთ და დაძეხით და ადიდეთ თქვენი უფალი ღმერთის სახელი, რომელიც საკვირვლად გექცევათ; და არ შერცხვება ჩემი ერი უკუნისამდე. 27 მიხვდებით, რომ მე ისრაელის შუაგულში ვარ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი და სხვა არავინ არის, და რომ არ შერცხვება ჩემი ერი უკუნისამდე. 28 და იქნება, რომ ამის შემდეგ მოვაფენ ჩემს სულს ყოველ ხორციელზე და გაქადაგდებიან თქვენი ძენი და ასულნი; თქვენი უხუცესნი ნახავენ სიზმრებს და ჭაბუკები ხილვებს იხილავენ.