დსალმუნები 118:79
დაბრუნდნენ ჩემთან შენი მოშიშნი – შენი მოწმობების მცოდნენი.
1 ტიმოთეს 1:3
მაკედონიაში გამგზავრებამდე გთხოვე ეფესოში დარჩენილიყავი, რათა ზოგიერთებისთვის გემცნო, რომ არ ასწავლონ განსხვავებული მოძღვრება.
2 ტიმოთეს 2:25
სიმშვიდით არწმუნებდეს მოწინააღმდეგეთ, იქნებ მისცეს მათ უფალმა მონანიება ჭეშმარიტების შესაცნობად,
ტიტეს 1:1
პავლე, ღმერთის მონა და იესო ქრისტეს მოციქული, ღვთის რჩეულებს რწმენითა და ჭეშმარიტების შემეცნებით, ღვთისმოსაობის შესაბამისად,
ებრაელთა 10:26
ვინაიდან თუ კვლავ ნებსით ვცოდავთ მას მერე, რაც ჭეშმარიტების შემეცნება მივიღეთ, აღარ რჩება მსხვერპლი ცოდვისთვის,
2 იოანეს 1:1
უხუცესი – რჩეულ ქალბატონს და მის შვილებს, რომლებიც მიყვარს ჭეშმარიტებაში, და არა მარტო მე, არამედ ყველას, ვისაც ჭეშმარიტება შეუცვნია;