ღვთის ანგელოზი ბიბლიური ციტატები

გამოსვლა 14:19
და ღვთის ანგელოზი, რომელიც წინ მიუძღოდა ისრაელის ბანაკს, უკან ამოუდგა მათ; დაიძრა ღრუბლის სვეტი და დადგა ისრაელიანთა უკან.

1 მეფეთა 29:9
ამიტომ დილაადრიანად ადექით შენ და შენი მებრძოლნი, რომლებიც თან გახლავს და ინათებს თუ არა, უკან გაბრუნდით”.

2 მეფეთა 14:17
ფიქრობდა შენი მხევალი: ნუგეშად მექნება-მეთქი ჩემი ბატონი მეფის სიტყვა, რადგან ღვთის ანგელოზივითაა იგი, გამრჩევი კეთილისა და ბოროტისა; დაე უფალი, შენი ღმერთი, იყოს შენთან”.

2 მეფეთა 14:20
პირდაპირ რომ არ ეთქვა სათქმელი, იმიტომ მოიქცა ასე შენი მსახური იოაბი, მაგრამ ღვთის ანგელოზივით ბრძენია ჩემი ბატონი, ყოველივეს ხვდება, რაც ამ ქვეყნად ხდება”.

2 მეფეთა 19:27
ცილი დამწამა შენს მსახურს მეფე-ბატონთან, მაგრამ ღვთის ანგელოზივითაა მეფე-ბატონი. მიყავი, რაც გენებოს!

საქმეები 27:23
რადგან წუხელ იმ ღმერთის ანგელოზი გამომეცხადა, რომელსაც მე ვეკუთვნი და ვემსახურები,

გალატელთა 4:14
და არ მოიძულეთ ჩემი განსაცდელი სხეულში, არც უგულებელყავით, არამედ მიმიღეთ როგორც ღვთის ანგელოზი, როგორც ქრისტე იესო.