მთავარი › თემები „ღ" › ღმერთის ეტლები

ღმერთის ეტლები

1 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 67:17
    ღმერთის ეტლები უთვალავია, ათასეულები; მათ შორის არის უფალი სინაიზე, წმიდა ადგილას.

    ფსალმუნები 103:3
    ვინც წყლებზე ააგო ზესართულები, ღრუბლები გაიხადა ეტლად თავისთვის, მიმოდიოდა ქარის ფრთებზე.

    ესაია 66:15
    რადგან, აჰა, უფალი ცეცხლში მოვა და გრიგალივითაა მისი ეტლები, რათა გაამძვინვაროს თავისი რისხვა და თავისი წყრომა ცეცხლის ენებად აღატყინოს.

    აბაკუმი 3:8
    ნუთუ მდინარეებს დაატყდა შენი რისხვა, უფალო, ნუთუ მდინარეებს – შენი მძვინვარება და ზღვას – შენი გულისწყრომა, შენს ცხენებზე, შენს ძლევის ეტლებზე რომ ამხედრდი?

← ყველა თემა „ღ"-ზე

Close
Close