ღმერთი მოწმობს ქრისტეზე ბიბლიის მუხლები

იოანეს 5:32
სხვა ამოწმებს ჩემ შესახებ და ვიცი, რომ ჭეშმარიტია ის მოწმობა, რომლითაც ის ამოწმებს ჩემ შესახებ.

საქმეები 17:31
რადგან მან დაადგინა დღე, როცა განიკითხავს ქვეყნიერებას სიმართლით, წინასწარ დადგენილი კაცის მეშვეობით; და ყველას მისცა მოწმობა, მკვდრეთით აღადგინა რა იგი.“

საქმეები 2:22
ისრაელის კაცნო, ისმინეთ ეს სიტყვები: იესო ნაზარეველი, კაცი ღვთისგან თქვენთვის დამოწმებული, ძალით, სასწაულებით და ნიშნებით, ღმერთმა რომ მოახდინა მისი მეშვეობით თქვენ შორის, როგორც თვითონვე იცით,

იოანეს 5:37
და მამა, რომელმაც მე მომავლინა, მოწმობს ჩემზე, თქვენ კი არასოდეს გსმენიათ მისი ხმა და არც მისი ხატი გიხილავთ.

იოანეს 8:18
მე ჩემს თავზე ვმოწმობ და ჩემზე მოწმობს მამა, ჩემი მომავლინებელი.“

1 იოანეს 5:9
თუ კაცთა მოწმობას ვღებულობთ, ღვთის მოწმობა უმეტესია, ვინაიდან ეს არის ღმერთის მოწმობა, რომელიც დაამოწმა თავის ძეზე.

იოანეს 15:26
როცა მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მე მოგივლენთ მამისგან, ჭეშმარიტების სული, რომელიც მამისგან გამოდის, ის დაამოწმებს ჩემზე.

საქმეები 5:32
ამ სიტყვების მოწმენი ვართ ჩვენ და სულიწმიდა, რომელიც უბოძა ღმერთმა მის მორჩილთ.“

1 იოანეს 5:7
რადგან სამნი მოწმობენ ცაში – მამა, სიტყვა და სულიწმიდა, და ეს სამი ერთია.