ბიბლიის მუხლები თემაზე
ბეღურები
5 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
მათეს 10:29-31
განა ორი ბეღურა ერთ ასარად არ იყიდება? და არც ერთი მათგანი არ ვარდება მიწაზე თქვენი მამის ნების გარეშე. თქვენს თავზე კი თმებიც მთლიანად დათვლილია. ნუ გეშინიათ: ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ.
-
ფსალმუნები 83:3
ჩიტიც კი პოულობს ბინას და მერცხალი - ბუდეს, რომ შენს სამსხვერპლოებთან ჩასხას თვისი ბარტყები, უფალო ცაბაოთ, მეფევ ჩემო და ღმერთო ჩემო!
-
ფსალმუნები 101:7
ძილი გამიტყდა და ვზივარ, ვითარცა ეული ჩიტი სახურავზე.
-
ლუკას 12:6-7
განა ხუთი ბეღურა ორ ასარად არ იყიდება? მაგრამ არც ერთი მათგანი დავიწყებული არ არის ღმერთის წინაშე. თქვენს თავზე კი ყოველი თმაც დათვლილია. ნუ გეშინიათ, ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ.
-
იგავნი 26:2
ისევე არ მოეწევა კაცს დაუმსახურებელი წყევლა, როგორც ბეღურის გაფრენა ან მერცხლის ნავარდი.