საქმეები 14:12-15
უწოდეს ბარნაბას ზევსი, ხოლო პავლეს – ჰერმესი, რადგან სიტყვაში პავლე უფროსობდა. ზევსის ქურუმმა, ვისი ტაძარიც იმ ქალაქის წინ იდგა, კარიბჭესთან ხარები მორეკა და გვირგვინები მოიტანა; გადაწყვეტილი ჰქონდა ხალხთან ერთად მსხვერპლი შეეწირა. ეს რომ მოციქულებმა, ბარნაბამ და პავლემ, გაიგონეს, ტანისამოსი შემოიხიეს, ხალხში შეცვივდნენ და შეჰყვირეს: „კაცნო, ამას რას სჩადიხართ? ჩვენც თქვენი მსგავსი ადამიანები ვართ და გახარებთ, რომ ამ ამაო კერპთაგან ცოცხალი ღმერთისკენ მოიქცეთ, რომელმაც შექმნა ცა, დედამიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მათშია;
ესაია 51:12
თვით მე ვარ თქვენი ნუგეშისმცემელი. ვინ ხარ შენ, რომ მოკვდავი ადამიანის და მისი შვილის გეშინია, რომელიც ბალახად ითვლება?
ესაია 40:6-7
ხმა ამბობს: თქვი! მიუგებს: რა ვთქვა? ყველა ხორციელი ბალახივითაა და მისი ყოველი მშვენება – მინდვრის ყვავილივით. ბალახი ხმება, ყვავილი ჭკნება უფლის სუნთქვის მონაბერზე; ნამდვილად ბალახია ხალხი.
ფსალმუნები 61:9
არარაობა არიან მოკვდავნი, ცრუობენ კაცთა შვილები; სასწორზე რომ დადო, ყველა ერთ ამოსუნთქვაზე მსუბუქია.
ფსალმუნები 143:1
უფალო, რა არის კაცი, რომ იცნობ მას, ძე ადამისა, ყურადღებას რომ აქცევ?
1 კორინთელთა 3:21
ამიტომ ნურავინ დაიკვეხნის ადამიანით, ვინაიდან ყოველივე თქვენია:
ფსალმუნები 9:20
შიშის ზარი დაეცი მათ, უფალო. დაე, იცოდნენ ერებმა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ადამიანები არიან ისინი.
იოანეს 1:12-13
მაგრამ, ვინც მიიღო და ირწმუნა მისი სახელი, მათ მისცა ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა ისინი იშვნენ არა სისხლისგან, არა ხორცის ნდომისგან, არა მამაკაცის ნდომისგან, არამედ ღვთისგან.
ეზეკიელი 34:31
და თქვენ, ჩემო ფარავ, ჩემი სამწყსოს ცხვრებო, ადამიანები ხართ, მე კი – თქვენი ღმერთი!” – ამბობს უფალი ღმერთი.
იობი 25:6
მით უმეტეს ადამიანი, რომელიც ჭიაა და ძე ადამისა, რომელიც მატლია!”
ფსალმუნები 21:6
მე კი მატლი ვარ და არა კაცი, საძრახისი ადამიანთა და საძულველი ერის მიერ.