ბიბლიის მუხლები თემაზე
ადამიანის დიდება
10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
1 კორინთელთა 11:7
მაშასადამე, მამაკაცმა არ უნდა დაიფაროს თავი, ვინაიდან ის ღვთის ხატება და დიდებაა; ცოლი კი ქმრის დიდებაა.
-
1 პეტრეს 1:24
რადგან ყოველი ხორციელი ბალახს ჰგავს და ადამიანის ყოველი დიდება ბალახის ყვავილს. გახმა ბალახი და დაცვივდა მისი ყვავილიც.
-
1 კორინთელთა 3:21
ამიტომ ნურავინ დაიკვეხნის ადამიანით, ვინაიდან ყოველივე თქვენია:
-
ფსალმუნები 48:17
რადგან, როცა მოკვდება, ვერაფერს წაიღებს, თან არ გაჰყვება დიდება.
-
ესაია 5:14
ამიტომაცაა ქვესკნელი ხახადაფჩენილი და უსაზღვროდ გაფართოვებული; ის ჩაყლაპავს მის მშვენებას, მის ხმაურიანსა და მოზეიმე ბრბოს.
-
ესაია 21:16
ვინაიდან, ასე ამბობს უფალი: „ერთი წლის შემდეგ, მოჯამაგირის წლებისამებრ, გაქრება კედარის მთელი სიდიადე.
-
ეზეკიელი 24:25
და შენ, ძეო კაცისავ! იმ დღეს იქნება, როცა წავართმევ მათ საყრდენს, მათი სიხარულის სიამაყეს და თვალთათვის სასურველს, მათი გულების დარდს - მათ ძეებსა და ასულებს.
-
ოსია 4:7
რაც უფრო გამრავლდნენ, მით უფრო მცოდავენ, სირცხვილად ვაქცევ მათ დიდებას!
-
ოსია 9:11
ჩიტივით გაუფრინდება დიდება ეფრემს! არც შობადობა, არც ორსულობა, არც მუცლადღება!
-
ზაქარია 6:3
მწყემსთა მოთქმის ხმა გაისმის, რადგან გაიძარცვა მათი მშვენება! ლომთა ბრდღვინვის ხმა - ვინაიდან გაიძარცვა იორდანეს სიამაყე!