ფსალმუნები 50:3
ვინაიდან ვიცი ჩემი დანაშაული და მუდამ თვალწინ მიდგას ჩემი ცოდვა.
დაბადება 42:21
უთხრეს ერთმანეთს: ნამდვილად დამნაშავენი ვართ ჩვენს ძმასთან, რადგან ვხედავდით მის ტანჯვას, როცა გვევედრებოდა, ჩვენ კი არ შევისმინეთ! ამიტომ დაგვატყდა ეს გასაჭირი.
იოანეს 8:3-11
მწიგნობრებმა და ფარისევლებმა მოიყვანეს ქალი, რომლისთვისაც მრუშობაზე წაესწროთ, და შუაში ჩააყენეს. უთხრეს იესოს: მოძღვარო, ეს ქალი მრუშობაზეა წასწრებული; მოსემ კი ასეთების ჩაქოლვა მცნებად დაგვიდო რჯულში. შენ რას იტყვი? ამას გამოსაცდელად ეუბნებოდნენ, რათა ბრალი წაეყენებინათ მისთვის. მაგრამ იესო დაიხარა და მიწაზე თითით წერდა. რაკი დაჟინებით ეკითხებოდნენ, ადგა და უთხრა მათ: ვინც უცოდველია თქვენ შორის, პირველმა მან ესროლოს ქვა! მერე კვლავ დაიხარა და განაგრძო მიწაზე წერა. ეს რომ მოისმინეს, უხუცესებიდან დაწყებული, სათითაოდ გაიკრიფნენ სინდისმხილებულნი. დარჩა მარტო იესო და შუაში მდგომი ქალი. წამოიმართა იესო და იმ დედაკაცის გარდა რომ ვეღარავინ დაინახა, ჰკითხა მას: დედაკაცო, რა იქნენ შენი ბრალმდებელნი? არავინ დაგდო მსჯავრი? ქალმა უპასუხა: არავინ, უფალო! იესომ უთხრა: არც მე გდებ მსჯავრს. წადი და ამიერიდან ნუღარ შესცოდავ.
ებრაელთა 9:9
ეს აწმყო დროის ნიმუშია, როცა სწირავენ ძღვენსა და მსხვერპლს, რასაც არ შეუძლია შემწირველის სინდისის სრულქმნა,
1 იოანეს 3:19-20
ამით გავიგებთ, რომ ჭეშმარიტებისგან ვართ და დავიმშვიდებთ გულს მის წინაშე. რადგან თუ გული გვდებს მსჯავრს, ღმერთი ხომ ჩვენს გულზე დიდია და ყოველივე უწყის.