დაბადება 1:26
თქვა ღმერთმა: „შევქმნათ კაცი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად; დაე იბატონოს ზღვაში თევზზე, ცაში ფრინველზე, პირუტყვზე, მთელ დედამიწაზე და ყოველ ქვეწარმავალზე, რომელიც დაძვრება მიწაზე”.
დაბადება 9:2
ჰქონდეს თქვენი შიში და ძრწოლა ყველა ცხოველს, ცის ყველა ფრინველს და ყველა არსებას, რაც დედამიწაზე იძვრის; და ყოველი თევზი ზღვისა თქვენს ხელთაა მოცემული.
ფსალმუნები 8:6-8
გააბატონე იგი შენი ხელის ნამოქმედარზე; ყოველივე მის ფეხქვეშ მოაქციე. წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვი, ასევე – ველის ნადირი; ცათა ფრინველი და ზღვის თევზი, წყლის ბილიკებით რომ მოძრაობენ.
იაკობის 3:7
რადგან მხეცთა და ფრინველთა, ქვეწარმავალთა და ზღვის ცხოველთა ყოველგვარი ბუნება თვინიერდება და მოთვინიერებულია ადამიანის ბუნების მიერ.
ებრაელთა 2:7
ოდნავ დაამცირე იგი ანგელოზთა წინაშე; დიდებითა და პატივით დააგვირგვინე და დაადგინე იგი შენი ხელის ნამოქმედარზე.