სულიერი ძალისხმევა ბიბლიური ციტატები

ფილიპელთა 1:27
ოღონდ მოიქეცით ქრისტეს სახარების ღირსად, რათა – მოვალ და გნახავთ, თუ ვერ მოვალ, – მესმოდეს თქვენზე, რომ მყარად დგახართ ერთ სულში და ერთსულოვნად იღწვით სახარების რწმენისთვის.

ლუკას 13:24
„ძალ-ღონე არ დაიშუროთ, რათა შეხვიდეთ ვიწრო კარიდან; რადგან, გეუბნებით, მრავალი ეცდება შესვლას, მაგრამ ვერ შეძლებს.

1 კორინთელთა 9:25
ყველა, ვინც იღწვის, თავს იკავებს ყველაფრისგან; ისინი – ხრწნადი გვირგვინის მისაღებად, ჩვენ კი – უხრწნადისა.

ფილიპელთა 3:14
ვილტვი მიზნისკენ, ღვთის უზენაესი მოწოდების ჯილდოსკენ ქრისტე იესოში.

კოლოსელთა 1:29
ამისთვის ვშრომობ მეც, და ვიღწვი მისი ძალით, რომელიც ძლიერად მოქმედებს ჩემში.

ებრაელთა 12:4
ჯერ კიდევ არ შეწინააღმდეგებიხართ ცოდვას სისხლამდე საბრძოლველად.

რომაელთა 15:30
შეგაგონებთ თქვენ, ძმანო, ჩვენი უფლით, იესო ქრისტეთი და სულის სიყვარულით, რომ ჩემთან ერთად იბეჯითოთ, ჩემთვის ღმერთისადმი ლოცვებში.