სოფლის მეურნეობის წესები ბიბლიის მუხლები

ლევიანნი 19:9
როცა სამკალი გექნებათ თქვენს მიწაზე, ნუ მომკი ყანის კიდემდე და მკის დროს დაცვენილს ნუ აკრეფ.

ლევიანნი 19:10
ვენახსაც ნუ მოკრეფ მთლიანად, ძირს დაცვენილ ცალკეულ მარცვლებს ნუ აკრეფ: ღარიბისა და ხიზნისთვის დატოვე. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.

ლევიანნი 23:22
როცა მოიმკით სამკალს თქვენს მიწაზე, ნუ მომკით ყანას კიდემდე, და ნუ აკრეფთ სამკალში დაცვენილს: ღარიბს და მწირს დაუტოვეთ. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი”.

ლევიანნი 25:4-5
მეშვიდე წელი დასვენების შაბათი იყოს მიწისთვის, ეს უფლის შაბათია: არ დათესო ყანა და ნუ გასხლავ ვენახს. თავისით აღმოცენებული არ მომკა და გაუსხლავი ვაზიდან ნუ ააგროვებ ყურძენს; შაბათის წელიწადი იყოს მიწისთვის.

ლევიანნი 25:11
საზეიმო იყოს თქვენთვის ორმოცდამეათე წელი: არ თესოთ და არც თავისით აღმოცენებული არ მოაგროვოთ, არც ყურძენი დაკრიფოთ გაუსხლავი ვაზიდან.