სიკვდილი ქრისტესთან ერთად – ბიბლიური ციტატები

რომაელთა 6:6
რადგან ვიცით, რომ მასთან ერთად ჯვარს ეცვა ჩვენი ძველი ადამიანი, რათა გაუქმდეს ცოდვის სხეული და აღარ ვიყოთ ცოდვის მონები.

რომაელთა 8:36
როგორც წერია: „რადგან შენს გამო გვხოცავენ ყოველდღე, დასაკლავ ცხვრებად ვართ შერაცხილნი.“

2 კორინთელთა 4:11
რადგან ჩვენ, ცოცხლები, მუდამ ვკვდებით იესოსათვის, რათა იესოს სიცოცხლეც გამოჩნდეს ჩვენს მოკვდავ სხეულებში.

გალატელთა 2:19-20
მე რჯულით მოვკვდი რჯულისათვის, რათა ღვთისათვის ვიცოცხლო. მე ქრისტესთან ერთად ვარ ჯვარცმული. მე უკვე აღარ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში. ახლა რომ ხორციელად ვცოცხლობ, რწმენით ვცოცხლობ ღვთის ძეში, რომელმაც შემიყვარა და თავი გადასცა ჩემთვის.

კოლოსელთა 2:20
თუ ქრისტესთან ერთად მოვკვდით ამ ქვეყნიერების სტიქიათათვის, ამა ქვეყნის მცხოვრებთა მსგავსად რაღად მორჩილებთ მათ: –

2 ტიმოთეს 2:11
სარწმუნოა სიტყვა: თუ მასთან ერთად მოვკვდებით, მასთან ერთად ვიცოცხლებთ.

ფილიპელთა 1:21
რადგან ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა და სიკვდილი – მონაგები.