1 პეტრეს 5:2
მწყემსეთ თქვენთვის მონდობილი ღვთის სამწყსო, არა იძულებით, არამედ ნებით და ღმერთისთვის სათნოდ, არა ბილწი ანგარებით, არამედ გულმოდგინებით.
ესაია 40:11
მწყემსივით დამწყემსავს თავის ფარას; თავისი მკლავით შეკრებს კრავებს და თავის უბეში ატარებს მათ, წინ გაუძღვება მეძუძურთ.
იერემია 3:15
და მოგიჩენთ ჩემი გულის სასურველ მწყემსებს და დაგმწყემსავენ თქვენ ცოდნითა და კეთილგონივრულად.
იერემია 23:4
გამოვიყვან მწყემსებს, რომლებიც მომწყემსავენ მათ, აღარც შეშინდებიან, აღარც დაფრთხებიან და აღარც არაფერი დააკლდებათ, ამბობს უფალი.
ეზეკიელი 34:23
გავამწესებ მათზე ერთ მწყემსს და ის მოაძოვებს; დავითს, ჩემს მსახურს! ის დაანაყრებს მათ და მათი მწყემსი იქნება.
იოანეს 21:17
ეუბნება მას მესამედ: „სიმონ იოანესავ, გიყვარვარ?” დამწუხრდა პეტრე, მესამედ რომ ჰკითხა, გიყვარვარო? უთხრა მას: „უფალო, შენ ყველაფერი იცი, იცი, რომ მიყვარხარ!” უთხრა იესომ: „აძოვე ჩემი ცხვრები.
საქმეები 20:28
მაშ, გაუფრთხილდით საკუთარ თავსაც და თქვენს მთელ სამწყსოსაც, რომლის მეთვალყურედაც დაგაყენათ სულიწმიდამ, რათა მწყემსოთ ღმერთის ეკლესია, რომელიც მან საკუთარი სისხლით შეიძინა.